რა მტკიცებულებაც არ არის, იმას ვერ მიაწოდებენ ვერავის ვერასდროს. აქაც პრიმიტიული პასუხია საკმარისი, რაც არ არის, იმას ვერავის მიაწვდი, მარტივია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არჩევნების გაყალბების თემას.
„დღეს უთხრეს „ენჯეო“ სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე დავალების შემსრულებლები იყვნენ, რომ თქვენ რომ იძახდით ქალბატონო თუ ბატონო, რომ გაყალბდა არჩევნები, ორჯერ, სამჯერ და 17- ჯერ ხმის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა, ერთი მტკიცებულება თუ შეიძლება წარმოადგინოთო, მივიდნენ და ღია წყაროებში იყო, ამან ის თქვა, იმან - ეს. ეგრე იტყვი რასაც გინდა, მტკიცებულება სად არის?! ეს უკვე არასერიოზულობაც აღარ არის.
ისინი კოორდინირებულად ასრულებდნენ დავალებებს და ერთი მესიჯ ბოქსით ცდილობდნენ ამ ქვეყნის დაზიანებას, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფას, 2020 წელს საერთოდ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს. USAID - ის დაფინანსებით ISFED - მა გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, რომ ამ ქვეყანაში შეეცვალა რეალობა და ისტორია იმ მიმართულებით, რომ აგენტებს კვლავ ემართათ ეს ქვეყანა. დანარჩენები ამაში ეხმარებოდნენ და მთელი ეს „ნაც აგენტურული“ სპექტრი დაწყობილი იყო და იმეორებდა ერთმანეთის მიყოლებთ, ყოველდღიურად, კამპანიური ხასიათის იყო ეს ყველაფერი, რომ გაყალბდა არჩევნები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.