მამუკა მდინარაძე: დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, მმართველი პოლიტიკური გუნდის გათვლები და პოლიტიკური სვლები იყო აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა

მამუკა მდინარაძე: დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, მმართველი პოლიტიკური გუნდის გათვლები და პოლიტიკური სვლები იყო აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა

დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, გათვლები პოლიტიკური სვლები და მმართველი პოლიტიკური გუნდის გათვლები და სვლები იყო აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ამ ურთულეს პერიოდში მოახერხა ქვეყნის არამხოლოდ ფიზიკური გადარჩენა, არამედ შეძლო ის, რომ ეკონომიკური წინსვლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

„დღევანდელ დღეს, სამი წლის წინ ზუსტად, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენად მკაფიოდ, ვაჟკაცურად და სწორხაზოვნად, ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე გაახმოვანა ერთადერთი სწორი პოზიცია როგორც ლიდერმა ამ ქვეყნისა. და ამას რა ამბავი მოყვა - მრცხვენია ქართველობის და მსგავსი გამოხმაურებები - ასეთი ტრენდი დაალაგეს მაშინ და დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალიან ახლო მომავალში დადასტურდა, რომ ღარიბაშვილის ის სიტყვები, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, გათვლები პოლიტიკური სვლები და მმართველი პოლიტიკური გუნდის გათვლები და სვლები იყო აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა. სატრაბახო იცით რა გვაქვს? - არა მხოლოდ გადარჩენა მოვახერხეთ, ფიზიკური გადარჩენის პარალელურად, გადაჭარბების გარეშე, სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სტატისტიკის დეპარტამენტის და ა.შ. მონაცემების თანახმად, მოვახერხეთ მაგალითად ეკონომიკური წინსვლა ისეთი, რომ ევროპაში ვართ პირველ ადგილზე. ხომ ურთულესი მისია იყო, რომ თან სწორი პოლიტიკური ვექტორი, პოზიცია აგერჩია, რომ გადარჩენა უზრუნველყოფილი ყოფილიყო და მეორე მხრივ გაგვევლო ბეწვის ხიდზე, თან ისე რომ ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს იყო ურთულესი, თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების ყველა წინადადებაში ჩანს რამდენად უალტერნატივოდ და უდავოდ მართლები ვიყავით 3 წლის წინაც და დღესაც მართლები ვართ, როცა ჩვენი მთავარი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოსთვის იყო მშვიდობა. ამაში ვიყავით პირველები, როცა ამაზე ვლაპარაკობდით, მაშინ არავინ არ ლაპარაკობდა. რამდენიმე ქვეყანა იყო ევროპაში, რომელიც ასეთს ბედავდა - სლოვაკეთი, უნგრეთი და ასე შემდეგ და ჩვენ ვიყავით მაინც ყველაზე პირველები, ვინც ყველაზე მკაფიო პოზიციის გახმოვანება გავბედეთ და აღმოვჩნდით, რომ ვიყავით მართლები. დღეს, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რეზოლუციის პროექტის სახით, პირველი თანასპონსორი მისი პოზიციისა, იყო საქართველო. შარშან რომ თქვენთვის ვიღაცას ეკითხა, წარმოგიდგენიათ, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები დააფიქსირებს თავის მკაცრ, ხისტ პოზიციას და პირველი თანასპონსორი ამ პოზიციისა იქნება შენი ქვეყანა და შენი სამშობლო, სასაცილოდ არ ეყოფოდათ, დღეს ეს უკვე რეალობაა“, - განაცხადა მდინარაძემ.