ილონ მასკი: ჯორჯ სოროსმა ათობით მილიარდი დოლარი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მთავრობის დაფინანსებიდან გამოიყენა

ილონ მასკი: ჯორჯ სოროსმა ათობით მილიარდი დოლარი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მთავრობის დაფინანსებიდან გამოიყენა

ჯორჯ სოროსმა ათობით მილიარდი დოლარი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მთავრობის დაფინანსებიდან გამოიყენა, - წერს სოციალურ ქსელ X-ში კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი.

სოციალურ ქსელ X-ში მან პოსტი გააზიარა, სადაც წერია, რომ ჯორჯ სოროსმა USAID-დან 260 მილიონი დოლარი მიიღო. პოსტში აღნიშნულია, რომ ამერიკული მართლმსაჯულების სისტემის გასანადგურებლად სოროსს საკუთარი ფული არ დაუხარჯავს. ამისთვის მან ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული გამოიყენა.