ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. საუბარია დოკუმენტზე სახელწოდებით: „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც აშშ-ის ავტორობით იყო წარდგენილი.
„შეერთებულმა შტატებმა დღეს გაეროს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია.
აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.