უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კონფიდენციალური დოკუმენტები შოკისმომგვრელ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, კიევი ერევნისა და ბაქოს დაპირისპირებით მოსკოვის ყურადღების გადატანას ცდილობს, - იუწყება News9live.
გამოცემის ცნობით, უკრაინა თვლის, რომ თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი ზანგეზურის დერეფნის გამო დაიწყება, რუსეთი იძულებული გახდება თავისი სამხედრო ძალები გაყოს, ეს შეასუსტებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს, რაც უკრაინას ომში სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებს.
დაზვერვის სამმართველოს ამ ანგარიშის შესახებ ევროპული წყაროების მეშვეობით გახდა ცნობილი. მასში ასახულია დეტალური ინფორმაცია აზერბაიჯანის მხრიდან დაგეგმილ სამხედრო მოქმედებებზე ზანგეზურის დერეფანში თურქეთის მხარდაჭერით. კიევის მთავრობას ეს სტრატეგია ოფიციალურად არ უღიარებია, თუმცა ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა, ემთხვევა უკრაინის იმ გეგმას, რომელიც არასტაბილური მდგომარეობის შექმნას გულისხმობს იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან, - ნათქვამია სტატიაში.
„იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუშაობს სამშვიდობო ინიციატივებზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, კონფლიქტის ესკალაციისთვის ემზადება რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნით“, - აღნიშნულია სტატიაში.