ფინეთის პრეზიდენტი: თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, აშშ წააგებს

ფინეთის პრეზიდენტი: თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, აშშ წააგებს

ფინეთის პრეზიდენტის,ალექსანდრ სტუბის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, აშშ დამარცხებული გამოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის გამო.

„თუ იოტისოდენა აზრი არსებობს იმის შესახებ, რომ პუტინი ამ სამშვიდობო შეთანხმებით მოიგებს, ამერიკის შეერთებული შტატები, შესაბამისად, წააგებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“, - თქვა სტუბმა.

ფინეთის პირველმა პირმა აგრეთვე დასძინა, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხია, არამედ ის ევროპის უსაფრთხოებასა და ამერიკის ლიდერობას ეხება.

 

Aburjga Tasmanieli დარწმუნებული ვარ ფინელებს ამ ნორვეგიელების მონებს არ ასცდებათ ის რაც არაერთგზის მოხვდათ და კიდევ უარესი! ეროვნული უნამუსობა ეს ძალიან საშიში სენია! ამერიკელების ტრაკით რატომ ექაჩები მეზობელს, რომელმაც სახელმწიფოებრიობა მოგანიჭა, ის სახელმწიფოებრიობა რომელიც მანამდე არასდროს გქონიათ! მერე კი აგაშენათ შავი და გაგაძლიერათ ნაცვლად იმისა, რომ 1945 წლის შემდეგ წიხლში გაეგდეთ თქვენი მუხთალი, მტრული საქციელისათვის! ღმერთი მაღალია და სამართლიანია!
2 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ბოდიში უნებურად შემეშალა არის ფინელებს ამ ნორვეგიელების შნირებს ... უნდა იყოს, ფინელებს ამ შვედების შნირებს!
2 საათის უკან