შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე: უნდა დაველოდოთ რას დაადგენს პროკურატურა და სასამართლო, ხედავთ, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, ლამის პირდაპირ ეთერში გადაიცემა სხვადასხვა სასამართლო პროცესი

შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე: უნდა დაველოდოთ რას დაადგენს პროკურატურა და სასამართლო, ხედავთ, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, ლამის პირდაპირ ეთერში გადაიცემა სხვადასხვა სასამართლო პროცესი

ყველაფერს უნდა დაველოდოთ - რას დაადგენს პროკურატურა და სასამართლო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური მდგენელი ამ [გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების] საქმეს?“

„ხედავთ, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, ლამის პირდაპირ ეთერში გადაეცემა სხვადასხვა სასამართლო პროცესი. ამას საზოგადოება ხედავს, ისმენს ყველა ამ მხარის პოზიციებს და სასამართლოსთან ერთად თავისი დასკვნები გამოაქვს საზოგადოებასაც. ასე რომ აქ არაფერი დაფარული, დამალული არ არის, ყველა თავის თვალით ხედავს რა შეიძლება იყოს ბრალდება, რა შეიძლება იყოს პასუხი ბრალდებულის და რა არის სამართლიანი განაჩენი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.