საზოგადოება ქართული: კოსმოპოლიტიზმი, რომელიც დღეს დასავლეთის „დიფ სთეითისადმი“ მონურ მორჩილებას გულისხმობს, ებრძვის  პატრიოტიზმს, რომელიც სუვერენიტეტსა და ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს წინ

საზოგადოება ქართული: კოსმოპოლიტიზმი, რომელიც დღეს დასავლეთის „დიფ სთეითისადმი“ მონურ მორჩილებას გულისხმობს, ებრძვის  პატრიოტიზმს, რომელიც სუვერენიტეტსა და ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს წინ

კოსმოპოლიტიზმი, რომელიც დღეს დასავლეთის „დიფ სთეითისადმი“ მონურ მორჩილებას გულისხმობს, ებრძვის  პატრიოტიზმს, რომელიც სუვერენიტეტსა და ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს წინ. - ნათქვამია  საზოგადოება ქართულის მორიგ წერილში, რომელიც დღეს დილით გავრცელდა. 

წერილი 25 თებერვლის კონტექსტში, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, დღეს მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზებს განიხილავს. 

,, ქართველთა ერთიანობას ხელს უშლიდა და უშლის დასავლური, ე. წ. ტრენდული, ინტერნაციონალური კოსმოპოლიტური იდეოლოგიების  მატარებელი პოლიტიკური კლასისა, თუ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფინანსდება და მართვადია გარედან და უცხოეთის დახმარებით ცდილობს ძალაუფლების ძალადობით ხელში ჩაგდებას. მათი მიზანია, ქართველებისგან შექმნას ახალი, მსოფლიო მოქალაქე, რომელსაც არ ექნება  ეროვნული შინაარსი,  ღირებულებებისადმი და ტრადიციებისადმი ერთგულება და ქართული სახელმწიფოს ინტერესების პირველადობის განცდა.  ერთი სიტყვით,  „დიფ სთეითის“ მიერ გარედან მართული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია, ე. წ. არასამთავრობო სექტორი, ე. წ. კრიტიკული მედია  და მათი მხარდამჭერი ე. წ. „პროდასავლელი“ საზოგადოება, თავისი კოსმოპოლიტური დღის წესრიგით, ნეოლიბერალური “ვოუქისტური“, გენდერული, რადიკალური მემარცხენე, თუ მემარჯვენე ანტიეროვნული იდეოლოგიებითა და სიძულვილის ენით  არის ქართველთა ერთიანობისათვის მთავარი  დაბრკოლება დღეს. " - ნათქვამია საზოგადოება ქართულის ვრცელ წერილში. 

დღევანდელი განცხადების ავტორები,- 1905 წელს ვაჟა ფშაველას მიერ  გამოქვეყნებულ ცნობილ  წერილს „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ იხსენებენ და შემდგომში დაშვებულ არაერთ შეცდომას დეტალურად განიხილავენ:

 ,, როგორც კი გასული საუკუნის 90-იან წლებში ისევ მოგვეცა სახელმწიფოებრიობის აღდგენის ისტორიული შანსი. პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების პასიონარული  ნაწილისთვის  თავისუფლება ბატონის შეცვლა აღმოჩნდა და არა ილიასეული „ ჩვენი თავი ჩვენადვე  გვეყუდნეს“.  დღეს უკვე ცხადია, რომ მათ გარე ძალებთან კავშირში პირველი პრეზიდენტი იარაღით დაამხეს და ქვეყანა  სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვიეს. შევარდნაძეც მანამდე იყო ხელისუფლებაში, სანამ დასავლეთში არ ჩათვალეს რომ აუცილებელი იყო მისი ახალგაზრდა სააკაშვილით ჩანაცვლება. გლობალური ნეოლიბერალური ძალებისადმი უსიტყვო მორჩილებამ და  დასავლეთის „დიფ სთეითის“ ინტერესების უპირობო შესრულებამ ქვეყანა 2008 წლის რუსეთთან ომსა და ისტორიული ტერიტორიების ხელახალ ოკუპაციამდე მიიყვანა.
2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო შემობრუნება ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, მაგრამ  რეალურად, მხოლოდ 2022 წლიდან გახდა შესაძლებელი ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნათელი გახდა , რომ ნეოლიბერალურ ინტერნაციონალს ანუ „გლობალურ ომის პარტიასა“  და ქართულ სახელმწიფოს შორის, მეორე  ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არსებობდა ინტერესთა შეუთავსებლობა.  ამ დაპირისპირებამ სხვადასხვა სტადიები გამოიარა, მაგრამ არსი ისევ ტრადიციულ დილემას უკავშირდება: კოსმოპოლიტიზმი, რომელიც დღეს დასავლეთის „დიფ სთეითისადმი“ მონურ მორჩილებას გულისხმობს, ებრძვის  პატრიოტიზმს, რომელიც სუვერენიტეტსა და ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს წინ."- მიიჩნევენ წერილის ავტორები. 

 საზოგადოება ქართული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა  სუვერენიტეტისა და ეროვნულ ღირებულებებს უჭერს მხარს და ეს შესაძლებლობას იძლება 25 თებერვალი აღარასოდეს განმეორდეს : 

,, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს სუვერენიტეტს და პატრიოტიზმს , რომელიც არათუ არ ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, არამედ  არის საკაცობრიოს მბადი და მასაზრდოებელი წყარო.   ასე მიაჩნდა ვაჟასაც, რომელიც ამბობდა: ‘ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“.

25 თებერვლის მთავარი გაკვეთილი, ჩვენი აზრით,  ისაა, რომ  საკმაოდ მტკიცე და შეუპოვრები, ასევე გონიერები და რაციონალურები უნდა ვიყოთ , როცა საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება.    ამერიკული „ფარას“ კანონი, თუ სხვა ახალი საკანომდებლო ცვლილებები სერიოზულ ბერკეტებს შექმნის  ამ მიმართულებით. 

ნეოლიბერალური ინტერნაციონალის  „დიფ სთეითითან“ ბრძოლა საქართველომ ერთ- ერთმა პირველმა დაიწყო. დღეს ეს ომი აშშ ახალი ადმინისტრაციის უპირველესი პოლიტიკური ამოცანაა, რომლისთვისაც ასევე პატრიოტიზმია გზა კოსმოპოლიტიზმისკენ და არა პირიქით. 
25 თებერვალი არ უნდა განმეორდეს. ერთიანობითა და გარედან თავსმოხვეული კოსმოპოლიტური იდეოლოგიების მხილებითა და მათი მატარებელი სუბიექტების პოლიტიკური არენიდან ჩამოცილებით,  უნდა შევძლოთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და  მისი სულის ეროვნული იდეოლოგიით გაჯერება. "- ნათქვამია წერილში.