დავით ქართველიშვილი სააკაშვილზე: შემიძლია შევახსენო, რამდენი მანქანა, რამდენი თანამშრომელი, რამდენი დანაყოფიდან, რამდენი სამივლინებო ხარჯით უჯდებოდა სახელმწიფოს მისი სასიყვარულო ვნებანი 

დავით ქართველიშვილი სააკაშვილზე: შემიძლია შევახსენო, რამდენი მანქანა, რამდენი თანამშრომელი, რამდენი დანაყოფიდან, რამდენი სამივლინებო ხარჯით უჯდებოდა სახელმწიფოს მისი სასიყვარულო ვნებანი 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ დრეს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას ეხმიანება. ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეში რუსი ბლოგერების სოკოლოვასა და სობჩაკის „მეძავეების" კატეგორიაში გაყვანაზე საუბრობს. დავით ქართველიშვილი წერს, რომ ეს გვარები საქმეში არ ფიგურირებს და ვისზეც არის საუბარი, მათ შესახებ ის სააკაშვილს პოსტში ახსენებს. 

„მანქანაში რადიოთი შევიტყვე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გაჟღერებული რეპლიკის თაობაზე, როგორ არ რცხვენიათო „ამათ", როდესაც საქართველოს საერთო საქმის „წინსვლის" მიზნით ჩემს მიერ ჩამოყვანილი ქალბატონები: სოკოლოვა და სობჩაკი - „მეძავეების" კატეგორიაში გაიყვანესო.

ამას დემენციასაც ვერ დავაბრალებთ, ჩვეულებრივი შულერობაა. არც სოკოლოვა და არც სობჩაკი საქმის მასალებში ნახსენები არაა. ვინც ნახსენებია, ისინი შევახსენოთ ბელადს: 

მინსკიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი ძვირადღირებული სტრიპტიზიორი ქალები;

სააკაშვილისთვის VİP მეძავთა სუტენიორის, ამერიკელი მარინა მასოვეცკისა და სამხრეთ კორეის მსახიობ ლი სუ იონის გასაიდუმლოებულ სტუმრობაზე ბიუჯეტიდან დახარჯული 100 ათას ლარზე მეტი;

პორნომასაჟის სპეციალისტი, „დოქტორ დოტი" - სააკაშვილისთვის სახელმწიფო ხარჯებით ისე ჩამოიყვანეს და უკან გააცილეს, რომ საზღვრის კვეთაც კი არ დაუფიქსირეს.

ასევე შემიძლია ბუღალტრულად შევახსენო, რა უჯდებოდა ადგილობრივ თუ უცხოელ ლამაზმანებთან პაემანი იმავე ბობოყვათის რეზიდენციაში.

რამდენი მანქანა, რამდენი თანამშრომელი, რამდენი დანაყოფიდან, რამდენი სამივლინებო ხარჯით, რამდენი საწვავის ხარჯით (ეს მხოლოდ ესკორტი, მარშრუტით „თბილისი - ბობოყვათის რეზიდენცია - თბილისი") უჯდებოდა სახელმწიფო ხაზინას მისი სასიყვარულო ვნებანი ჩვენი გადასახადებიდან. 

აღარაფერს ვიძახი ვერტმფრენზე „შავნაბადას ბაზა - ბობოყვათი - შავნაბადა" - თავისი შესაბამისი ხარჯებით. 

დავთვალო? და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პრეზიდენტყოფილს ბობოყვათში მაგალითად, 2009 წლის აღდგომა დღეს, მოსკოვიდან საგანგებოდ ჩასულ ერთ-ერთ მომღერალ ქალბატონთან 6-7 საათიანი შეხვედრა ჩაეტარებინა დახურულ კარს მიღმა და იქიდან ერთად გაფრენილიყვნენ შავნაბადას ბაზაზე. ასე რომ, სობჩაკს თავი დაანებე - რადგან მან უარით გაგისტუმრა, შურს ნუ იძიებ, ტეხავს..." -  წერს დავით ქართველიშვილი.