უკრაინული მედია: უკრაინის რადამ ზელენსკის საპრეზიდენტო მანდატის მხარდამჭერი რეზოლუცია ჩააგდო

უკრაინული მედია: უკრაინის რადამ ზელენსკის საპრეზიდენტო მანდატის მხარდამჭერი რეზოლუცია ჩააგდო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვერ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო მანდატის მხარდაჭერას ეხებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი 218 დეპუტატმა დაუჭირა. მის დასამტკიცებლად დეპუტატთა 226 ხმა იყო საჭირო.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გააგრძელოს თავისი მოვალეობების შესრულება, სანამ უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პოსტს უკრაინის ახალი პრეზიდენტი არ დაიკავებს“, - ეწერა რეზოლუციის ტექსტში.

განცხადებაში, რომელიც პარლამენტს უნდა მიეღო, აგრეთვე აღნიშნულია, რომ ზელენსკის მანდატი უკრაინელი ხალხისა და უმაღლესი რადის მიერ ეჭვგარეშედაა მიჩნეული.

დოკუმენტში აგრეთვე წერია, რომ ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს უკრაინაში შეუძლებელია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებდა.