სამი წლის წინანდელი 24 თებერვალი ზუსტად მახსოვს, ისევე როგორც 26-28 თებერვალი, როცა პარლამენტსა და სხვა ოთახებში ელჩი ელჩზე და მაღალი წარმომადგენლები მაღალ წარმომადგენლებზე მოდიოდნენ – საქართველოსგან რას ითხოვდნენ, რა ნაბიჯების გადადგმას ან რისგან თავშეკავებას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ რაღაც-რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი უკვე შეგვიძლია და იმის თამამად თქმაც, რომ საქართველოს ეს ნაბიჯები რომ გადაედგა, დღეს ქვეყანა სრულიად სხვა ვითარებაში და პირობებში იქნებოდა. მინიმუმ, ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა. ასევე დიდი რისკი იქნებოდა, რომ სამხედრო ესკალაცია და დაპირისპირება ყოფილიყო რუსეთთან. პირდაპირი მოწოდებები იყო, გაისეირნეთ აფხაზეთსა და ოსეთშიო, საუკეთესო დრო არისო. ამაში არაფერია დასამალი. ოთახებში, ფარდის მიღმა კიდევ უარესი საუბრები იყო, მაგრამ დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ ვთანხმდებით, რომ მიზანი ომის თავიდან არიდება და მშვიდობის შენარჩუნება იყო“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.