კახა კალაძე: გვინდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერიდავიწყოთ ახალი ფურცლიდან

კახა კალაძე: გვინდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერიდავიწყოთ ახალი ფურცლიდან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადაა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საზოგადოებამკარგად გაიგო, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა.

„არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ მივესალმებით ურთიერთობების დარეგულირებას. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიცავდით ჩვენს ინტერესს, ქვეყანას და არავის ვაძლევდით საშუალებას, საქართველო გამოეყენებინათ თავიანთი ზრახვებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს სამი წელი. გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა - იყო პირდაპირი მუქარები, შანტაჟი, რომელიც ახლაც გრძელდება, თუმცა ხალხთან ერთად დავდექით ძალიან მტკიცედ, გამოვიჩინეთ პრინციპულობა, საზოგადოებას ავუხსენით რეალობა, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რა ძალები ებრძოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ადგილობრივი აგენტურის ჩართულობით. ხალხმა გაიგო ყველაფერი, მხარი დაგვიჭირა და ერთად შევძელით, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურება აგვერიდებინა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი იმედოვნებს, რომე.წ. დიფ სთეითის დამარცხების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება და ეს ყველაფერი საქართველოზე დადებითად აისახება.

„აშშ-ის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხება და გვინდა, რომ ეს ყველაფერი აისახოს საქართველოზე, არამხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით, ქმედებებით, ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი, თუნდაც სტრატეგიული ურთიერთობები, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.