დავით ქართველიშვილი: საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ

დავით ქართველიშვილი: საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარსადგენად დაგეგმილ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით „მშვიდობის გზა“, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ამ რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსპორია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა  მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების. 

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 22 თებერვალს განაცხადა, რომ 24 თებერვალს ვაშინგტონი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „მშვიდობის გზა“, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში არ არის პირდაპირი ბრალდებები რუსეთის მიმართ და არც მოთხოვნა რუსული ძალების ცალმხრივ გაყვანაზე.

რეზოლუცია სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება: მწუხარების გამოხატვა „რუსულ-უკრაინული კონფლიქტის“ მსხვერპლთა მიმართ, მოწოდება საბრძოლო მოქმედებების სწრაფად შეწყვეტისკენ და მხარდაჭერა „მტკიცე მშვიდობის“ დამყარებისთვის მხარეებს შორის.

საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.