ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ამერიკულ „ფარას“ ანალოგთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, კარგად ვნახეთ, თუ რა შეუძლია იმ არაკეთილმოსურნე უცხოურ დაფინანსებას, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. კარგად ვნახეთ, თუ რა შეუძლია იმ არაკეთილმოსურნე უცხოურ დაფინანსებას, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და რამდენი გადატრიალების მცდელობა აირიდა ჩვენმა ქვეყანამ თავიდან“, - აღნიშნა მან.
კანონპროექტი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.