შალვა პაპუაშვილი: იმას, რაც არის სამშობლოს ღალატი, უნდა ერქვას შესაბამისად სამშობლოს ღალატი

შალვა პაპუაშვილი: იმას, რაც არის სამშობლოს ღალატი, უნდა ერქვას შესაბამისად სამშობლოს ღალატი

ის რაც არის სამშობლოს ღალატი, მას უნდა ერქვას შესაბამისად სამშობლოს ღალატი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს გაბნეული სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში.

„არის ძველი რომაული გამონათქვამი, რომ „სახელწოდება ბევრ რამეს განაპირობებს“. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც არის სამშობლოს ღალატი ამას ერქვას სამშობლოს ღალატი და ეს არ იყოს გაბნეული სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში.

მთელი არსი ამ ცვლილების ზუსტად ეს არის, რომ ის დანაშაულები, რომელიც თავის შინაარსით სამშობლოს ღალატს გულისხმობს, ამ დანაშაულებს ერქვას სამშობლოს ღალატი როგორც ეს ასე იყო და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემდეგ შეცვალა ეს მდგომარეობა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ, მათ არ უნდოდათ, რომ ეს, ასე ვთქვათ, შეფასება საბოლოო ჯამში მათი ამგვარი მომხდარიყო.

კიდევ ერთხელ, ის რაც არის სამშობლოს ღალატი, მას უნდა ერქვას შესაბამისად სამშობლოს ღალატი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.