შალვა პაპუაშვილი: არავის თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება და გაგიჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა, სხვა არაფერი აქვთ

შალვა პაპუაშვილი: არავის თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება და გაგიჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა, სხვა არაფერი აქვთ

არავის თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რომ რაღაცას გააკეთებ, გაგიჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის და სესხების გარდა, სხვა არაფერი არა აქვთ , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ხომ აკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები. საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თავისი ადგილი ვერ უპოვიათ ევროკავშირის დედაქალაქების წარმომადგენლებს. როგორც აღმოჩნდა და ამაში განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები გამოირჩევიან ხოლმე, ერთადერთი, რაშიც ისინი მაგრები ყოფილან, ესაა სხვისი წაქეზება რაღაც ქმედებებზე. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ზურგის გამაგრება არ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ იგივე ხალხი ჩვენც გვაქეზებდა, რომ ესკალაციაზე წავსულიყავით რუსეთთან. შეგახსენებთ, ეს ხდებოდა როგორც ჯერ დახურულ კარს მიღმა და მოწოდებებით, შემდეგ ეს ყველაფერი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა. ასე გვაქეზებდნენ რუსეთთან ესკალაციაზე და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, სად ვიქნებოდით?! სად იქნებოდნენ ამ ხელისუფლებების წარმომადგენლები?! გვექნებოდა „იქსზე“ განცხადება, როგორც ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა. „იქსზე“ დადებული პოსტი უნდა ყოფილიყო ჩვენს სანუგეშოდ?! ამას ვუხსნიდით ჩვენ მაშინ ყველას, რომ პასუხისმგებლობიანად მოჰკიდებოდნენ ამ საკითხებს, როცა გვეუბნებოდნენ, რომ დაუწესეთ სანქციები [რუსეთს], ჩაკეტეთ ცა, ჩაკეტეთ საზღვრები. ის ხალხი ან აღარ არის თავის თანამდებობაზე და ახლა თბილი ოთახიდან აკვირდება ამ მოვლენებს. აღმოჩნდა, რომ რაც შეუძლიათ, კვლავ სოციალური ქსელით გაამხნეონ ესა, თუ ის საზოგადოება, თუ ხელისუფლება.

რაც ხდებოდა, იმან, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა დააფიქროს, რომ არაფერი არ უნდა დააყენო შენს ეროვნულ ინტერესზე მაღლა, არავის ინტერესი, არავის ტკბილი სიტყვა. არავის თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რომ რაღაცას გააკეთებ, გაგიჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის და სესხების გარდა, არაფერი აქვთ.

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სესხი იყო. ყველაფერი, რაც იყო დახმარება და ტაშისკვრა და წითელი ხალიჩები, ევროკავშირის მხრიდან მათ შორის, დიდი ნაწილი ამ ყველაფრის იყო სესხი, რომელიც ახლა ომგამოვლილ ხალხს [უკრაინელებს] მოუწევთ გადაიხადონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.