ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია.
„კრიტიკულად ვიყავით განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, USAID-სა და NED-ის მიმართ, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო, პოლიტიკური პარტიების და გარკვეული ჯგუფების დაფინანსება. აქაც თანხვედრაა. დიახ, რა თქმა უნდა, ტრამპის გამარჯვებამ და ტრამპის მოსვლამ შეცვალა ეს სიტუაცია. თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ის და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, რომ მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და რა თქმა უნდა, მათ არ შესწევთ ძალა, რომ რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ვინაა პასუხისმგებელი მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის პრეზიდენტიბაზე?
- ალასანიას, ფანჯიკიძის, ხიდაშელის და "თალიბანა" ჭიკაიძის მინისტრობაზე?
- ნანუაშვილისა და ლომჯარიას სახ. დამცველობაზე?
ახლანდელის წინა ორი აჭარის პირველ კაცებზე?
თბილისის პირველ ქოც მერზე?
მუნიციპალიტეტების 63 მერიდან უმეტესობის "აიქიო" პიტეკანთროფისას ცოტათი თუ აღემატება; ცოტა ხნის წინ უარესი იყო
....
ვინაა ამაძე პასუხისმგებელი?
და ვინც არის ის სულელია, თუ მოღალატე? თუ? თუ რა, სხვა პასუხი რაა? კადრების შერჩევა არ იცის? თუ არ იცის რატომ თავს არ ანებებს?