პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ახალი კანონი ამერიკულის „ფარას“ ზუსტი ანალოგი იქნება.
„ზუსტად ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აშშ-ში მომქედებს, გადმოღებული იქნება საქართველოში. რა დონის მორალს დაცლილი იქნება ნებისმიერი ის მცდელობა, რომელიც ამ კანონს შეეცდება და რუსულს დაარქმევს. ეს არის ტიპური ამერიკული კანონპროექტი და ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და შემოდინებული თანხების გამჭვირვალეობა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.