Financial Times: რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს განკარგულება მისცა, ქვეყანაში დასავლური კომპანიების დაბრუნებისთვის მოემზადონ

Financial Times: რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს განკარგულება მისცა, ქვეყანაში დასავლური კომპანიების დაბრუნებისთვის მოემზადონ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს განკარგულება მისცა, ქვეყანაში დასავლური კომპანიების დაბრუნებისთვის მოემზადონ, - წერს Financial Times.

გამოცემის ცნობით, 21 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ სურს, რუსულ კომპანიებს გარკვეული უპირატესობები ჰქონდეთ იმ უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გადაწყვეტენ.

პუტინის ნათქვამი პირველი მიმანიშნებელია იმის, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავს დასავლური კომპანიების უკან მიღებას მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას კომპანიების მხრიდან ბაზრის მასობრივი დატოვება მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბაზარი 472 კომპანიამ დატოვა, 1360-მა კი თავისი საქმიანობა შეამცირა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შემდეგ 324 მილიარდი დოლარი დაკარგეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანიების ნაწილი რუსეთის ბაზარზე უკვე 2025 წელს დაბრუნდება.