სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი შექმნიან ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი შექმნიან ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შექმნიან სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„შევთანხმდით, შევქმნათ მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული შესაბამისი ჯგუფები, რათა დავიწყოთ მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის სწრაფ დასრულებაზე იმგვარად, რომ ეს იყოს მყარი, მდგრადი და მისაღები ყველა მხარისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, ერთი სატელეფონო ზარი და ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის მყარი მშვიდობის დასამყარებლად. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, და დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით“, - დასძინეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხრიდან უშაკოვის გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო მდივნით მაკრო რუბიოთი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით მაიკ უოლცით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით.

ლაზი აფსუს! როგორ აურია ხალხს ჩაწყობილი კარტები ამ ტრამპმა. ომის დასრულება იქნებოდა ამ ფსევდოლიბერალიზმის გაგანია აყვავების ხანაში?!
2 დღის უკან