საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეხუთე ნაწილი)

საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეხუთე ნაწილი)

1910 წელს როკფელერის მამულში, ჯორჯიის შტატში შეიკრიბნენ მორგანი, როკფელერი, უოლდრიჯი, შიფი, რომელმაც შემდგომ ტროცკის 20 მილიონი დოლარი გამოუყო რუსეთის მეფის დასამხობად. სულ ათი კაცი. 1935 წელს 9 თებერვალს ერთ-ერთი მათგანი, როკფელერის ოჯახის წევრი ფრენკ ბენდორლიპი გამოუტყდა გაზეთ ირვინ პოსტს: ”როგორც ყველა შეთქმული, მე ვმოქმედებდი მალულად და საიდუმლოდ. თუ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ ჩვენი ჯგუფი შეიკრიბა ამ პროექტის შესამუშავებლად, მაშინ მას არ ექნებოდა შანსი რომ გასულიყო კონგრესზე”.

სამი წლის მანძილზე მიზანმიმართული მუშაობის შედეგად 1913 წელს ახალ პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს მოაწერინეს ხელი ფედერალური რეზერვის სისტემის (ფრს) შექმნის შესახებ, რომლის მთავარი არსი მოკლედ ის არის, რომ მას აკონტროლებენ მსხვილი ბანკირების წარმომადგენლები და სახელმწიფოს აძლევენ პროცენტიან სესხს, ხოლო იმდენ ფულს უშვებენ, რომ მისი გაუფასურება მუდმივად ხდება.

ფრს-ს ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო. 7 წევრიანი საბჭოდან პრეზიდენტი 4 წლის ვადით ნიშნავს 2 წევრს, ხოლო დანარჩენი 5 აირჩევა 14 წლის ვადით უოლსტრიტთან კონსულტაციის შემდგომ.

ფრს-ს ჰყავს ინგლისის სახელმწიფო ბანკის სახით წინამორბედი, რომელსაც ასევე აკონტროლებდნენ კერძო ბანკირები. საფრანგეთთან 100 წლიანი ომით დასუსტებულმა ინგლისის მთავრობამ, მისგან რომ სესხი აეღო, უფლება მისცა ბანკს თავისი შეხედულებით გამოეშვა ფული. აღნიშნულმა ბანკმა დაიწყო პროცენტიანი სესხების გაცემა, რომლის არანაირი უზრუნველყოფა არ გააჩნდა. რაც მთავარია, მთავრობისთვის კრედიტების გაცემა მხოლოდ ხალხზე მაღალი გადასახადების დაწესების პირობით დაიწყო.

ამჟამადაც მსოფლიოში ინგლისის ბანკის ანალოგიური სისტემა გამოიყენება და ის მთელ ეკონომიკას აკონტროლებს, რასაც მივყავართ პლუტოკრატიის წარმოშობამდე. ეს იგივეა კრიმინალურ მაფიას არმიის მმართველობა რომ გადავცეთ, რის შედეგადაც მივიღებთ ტირანულ რეჟიმს.

ეკონომისტი და პუბლიცისტი ლერი ბეიტცი წერს: ”აბსოლუტური სიმართლეა. რომ ფრს არის კერძო ბანკი, ისევე როგორც ის ბანკები, რომლებიც მის აქციებს ფლობენ. თვით სასამართლოც კი კერძო კორპორაციად თვლის”.

”ფედერალური სარეზერვო სისტემა ფაქტობრივად არეგულირებს სახელმწიფოს ფულად სისტემას, ამასთან ერთად, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მას არა აქვს ბიუჯეტი, არ ექვემდებარება აუდიტორულ შემოწმებას. კონგრესის არცერთმა კომიტეტმა არაფერი იცის მისი საქმიანობის შესახებ და არ შეუძლია მისი გაკონტროლება” - ეს სიტყვები ეკუთვნის ეკონომიკის პროფესორს მიურერ როდბერდს, აშშ-ში ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის წამყვან სპეციალისტს ფულის ბრუნვასა და საბანკო საქმეში. აღნიშნული ინსტიტუტის გამოკვლევების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ მეტად ყურადსაღები ფილმი: http://www.youtube.com/watch?v=G0AB4UEA-rs&list=PL16B2204D7F59D96F

მიუხედავად ოქროს სტანდარტის არსებობისა, უკვე 1913 წელს ოქროს სტანდარტი, ანუ დოლარის ოქროთი უზრუნველყოფა, მხოლოდ ფულის 40%-ზე გახადეს სავალდებულო, რითაც აშშ-ში ფულის ბრუნვა უკვე ორნახევარჯერ გაზარდეს. ამავე დროს, სარეზერვო თანხა ბანკებს 10%-მდე შეუმცირეს. ანაბრების 90% არაფრით აღარ იყო უზრუნველყოფილი. მოკლედ, შექმნეს დოლარის პირამიდა. ბოლოს ოქროთი უზრუნველყოფილ 10 დოლარზე 10 ათასი დოლარი დაბეჭდეს. ამან კი ფასების ზრდა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება გამოიწვია.

ჩვენში, ზემოთ აღნიშნული მეთოდები ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველის, დვალიშვილის დროს იქნა გამოყენებული. ბევრს ემახსოვრება უკონტროლო კუპონიზაცია, ყველანი რომ მილიონერები გავხდით, ხოლო მილიონით ბოლოს ერთ პურსაც რომ ვერ ვყიდულობდით.

კონგრესმენები გაურბიან ფრს-ს შესახებ ლაპარაკს, თუმცა იყვნენ გაბედულებიც. 1923 წელს კონგრესმენმა ჩარლზ ლინდბერგმა თქვა: ”აშშ-ის ფინანსური სისტემა გადაცემულია ფრს-ის დირექტორთა საბჭოს ხელში და ისინი ფინანსებს განაგებენ საკუთარი სარგებლიანობიდან გამომდინარე. ეს არის კერძო კორპორაცია, რათა სხვისი ფულის გამოყენებით მიიღოს მაქსიმალური მოგება”.

ასევე კონგრესმენი ლუის მაკფედანი 1933 წელს აღნიშნავდა: ”ამ ქვეყანაში შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია, მან სასიკვდილოდ გაწირა ამერიკელი ხალხი და პრაქტიკულად გააკოტრა ქვეყნის მთავრობა. ამ შედეგამდე მიგვიყვანა ფულის ტომრების კორუმპირებულმა პოლიტიკამ, რომლებიც აკონტროლებენ ფრს-ს”.

ფრს არის მთავრობის ყველაზე დიდი კრედიტორი. ის აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს. ის ვინც იღებს ფულს, ემორჩილება მას, ვინც აძლევს ამ ფულს. ფაქტია რომ ამერიკის მთავრობას ფრს-ს მიმართ ტრილიონობით დოლარი დავალიანება გააჩნია.

ფულიც საქონელია და როცა მასზე მონოპოლია აქვთ კერძო პირებს, ცხადია, ყველანაირი უპირატესობა და პოლიტიკური გავლენა მათ ხელშია.

ფულის დიდი ან ნაკლები მასის არსებობა იწვევს ეკონომიკის რხევებს მაღლა და დაბლა, ანუ ეკონომიკურ აქტივობებს ან ამცირებს ან ზრდის, მაგრამ ყევლაფერი ეს ხელოვნური და არა ბუნებრივი განვითარების შედეგია, რაც არის კრიზისების მთავარი გამომწვევი მიზეზი.

მთავრობა იღებს იმდენ ფულს ფრს-დან, რამდენიც სჭირდება საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ეს იწვევს ფულის დევალვაციას, ფასების არნახულ ზრდას და ხალხის გაღატაკებას. ეს ყველაფერი კი იმალება ფსევდოეკონომიკური აუცილებლობის მოტივით. ფინანსირდება სულელური უსარგებლო პროექტები.

ანალოგიური ფინანსური თამაშებით ერთობოდა და ახლაც ერთობა საქართველოს . მთავრობაც. 700-მილიონიანი პრეზიდენტის სასახლე, 400-მილიონიანი ახალი პარლამენტის შენობა ქუთაისში, იგივე მთავრობის წევრებისა და ეკლესიის მამების ათობით მილიონი ლარის ღირებულების ჯიპებით მომარაგება, 60-მილიონიანი, ყოვლად შეუსაბამო თავის ღირებულებასთან, დედა ენის ძეგლი ბათუმში, თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, როცა ამის ფუფუნება ამ ეტაპზე ბიუჯეტს არ გააჩნია, მაგრამ მაინც ფინანსდება ჯანმრთელობის დაზღვევით საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ასი ათასიან ჯიპებზე არის შემომჯდარი და მილიონიან სასახლეებს ფლობს.

სახელმწიფო ობლიგაცია არის საგადამხდელო ვალდებულება ფიქსირებული პროცენტით. სახელმწიფო უხდის ობლიგაციის მფლობელს მისი ღირებლების შესაბამის თანხას არსებული კურსით თავისი პროცენტით. ფედერალური რეზერვის მიერ ჰაერიდან ფულის კეთების კიდევ ერთი მაგალითი ის არის, რომ შეიძინა ეს ობლიგაციები და მის საერთო ღირებულებაზე ათჯერ მეტი ფულის გამოშვება დაიწყო.

გამჟღავნდა, რომ სენატორი ოლდრიჯი უოლტ სტრიტის აგენტი იყო. მასზე კონგრესმენი ლინდბერგი ამბობდა: ”ოლდრიჯის გეგმა შეიქმნა უოლტ სტრიტზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანების შიშში ყოფნა იქნება საჭირო, გამოიწვევენ ახალ კრიზისს. მთავრობა ოლდრიჯს უხდის იმისთვის, რომ ხალხის ინტერესებს იცავდეს, ის კი ატარებს გეგმას, რომელიც ფულის მონოპოლისტების ინტერესებს იცავსო”.

ფრს-ის შექმნიდან 20 წლის შემდეგ კონგრესმენი ლუი მაქვედანი იტყვის: ”დააარსეს მონარქიულ-სამეფო ტიპის ორგანიზაცია, რათა კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ მთელი ქვეყანა ზემოდან ქვემოთ და ჩვენი ექსპლუატირება განახორციელონ აკვნიდან კუბოს ფიცრამდე”.

სენატორმა ლინდბერგმა თქვა: ”ეს კანონი ქმნის ყველაზე დიდ მონოპოლიას. ის ლეგალიზებას უკეთებს ფულის ძალაუფლების უხილავ მთავრობას. ბევრი ადამიანი ამაში ვერ ერკვევა, მაგრამ განსჯის დღე აუცილებლად დადგება. ეს არის ამერიკის ისტორიაში უმძიმესი დანაშაული”.

ფრს-ის დაარსებას მოჰყვა საშემოსავლო გადასახადის დაწესება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, მაგრამ მოსახლეობიდან ამ გადასახდის ამოღება მაინც გრძელდება.

ფასები რომ გაიზარდოს, ფრს საპროცენტო განაკვეთებს დაბლა სწევს. ეს იწვევს საინვესტიციო ბუმს და ამ კეთილღეობას როცა მიჩვეული არიან ბიზნესმენები, სწორედ ამ დროს საპროცენტო განაკვეთებს უეცრად მაღლა სწევს, რასაც ეკონომიკაში მკვეთრ ცვლილებები მოჰყვება. ფრს-ის გარშემო შემოკრებილმა ბანკირებმა წინდაწინ იციან ამ ცვლილებების შესახებ. ეს მათ განსაკუთრებული პრივილეგიების წინაშე აყენებთ, რადგან საშუალებას აძლევთ ხელში ჩაიგდონ სხვისი ქონება. ანუ დეფლაცია და ინფლაცია მათი მხრიდან დოლარის მანიპულირებით ხდება.

პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი მოგვიანებით მიხვდა, რა ზიანი მიაყენა ქვეყანას და თქვა: ”ჩვენ შევიძინეთ ცივილიზებულ მსოფლიოში ყველაზე უმართავი და ყველაზე დამოკიდებული მთავრობა. ეს უკვე არ არის ნების თავისუფლად გამომხატველი მთავრობა, არც უმრავლესობის აზრის გამომხატველი მთავრობა, არამედ მთავრობა, რომელსაც ერთი მუჭა ძლიერნი ამ ქვეყნისა გადაწყვეტილებებს თავზე ახვენენ”.

1919 წელს სიკვდილის წინ ყოფილი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი წერდა, რაც 1922 წლის 22 მარტს ნიუ-იორკ ტაიმსმა დაბეჭდა: ” საერთაშორისო ბანკირები და როკფელერის ტრესტი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე პრესას იმ დონეზე აკონტროლებენ, რომ მორჩილებისკენ ან სახელმწიფო სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებენ იმ პირებს, რომლებიც უარს ამბობენ მოუსმინონ უძლიერეს კორუმპირებულ ხროვას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს უხილავ მთავრობას”.

ნიუ-იორკის მერი, ჯონ ფაილენი ამბობდა: ”თეოდორ რუზველტის ეს გაფრთხილება ახლა არის ყველზე დროული, რადგან ჩვენი რესპუბლიკური წყობის ნამდვილ ჭირს წარმოადგენს უხილავი მთავრობა, რომელიც როგორც გიგანტური რვაფეხა თავის საცეცბს ახვევს ქალაქებსა და მთელ ქვეყანას, ის იპყრობს მთელ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, სასამართლოს, სკოლას, გაზეთებს და ყველა ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საზოგადოებრივი სიკეთის დასაცავად”.

”რომ განვერიდოთ უსაფუძვლო განზოგადოებებს, უნდა ითქვას, რომ ამ რვაფეხას სათავეში იმყოფებიან მძლავრი საბანკო სახლები, რომლებიც ჩვეულებრივ მოიხსენებიან საერთაშორისო ბანკირებად. ამ ბანკირების ხროვა პრაქტიკულად ატრიალებს აშშ-ის მთავრობას საკუთარი ეგოისტური ინტერესებით. ისინი პრაქტიუკულად აკონტროლებენ ორივე პოლიტიკურ პარტიას და იყენებენ ყველა საშუალებას, რომ თანამდებობზე არჩეული იქნენ ის პირები, რომლებიც ემორჩილებიან კორუმპირებული დიდი ბიზნესის დირექტივებს. ისინი აკონტროლებენ ასევე დიდი გაზეთების უმრავლესობას ქვეყანაში”. ნიუ-იორკ ტაიმსი -1922 წლის 26 მაისი.

უკვე 1929 წლის აპრილში ფრს-ის ნათლიმამ პოლ უორბერგერმა თავის მეგობრებს გაუგზავნა საიდუმლო ცირკულარი, რომ უახლოეს ხანებში მოსალოდნელი იყო დიდი კრიზისი და დეპრესია. და აი, 1929 წლის აგვისტოში ფედერალურმა რეზერვმა დაიწყო ფულის მასის რაოდენობის ბრუნვაში მკვეთრი შემცირება და შემთხვევითი არ არის, რომ მოსალოდნელი კრიზისის წინ როკფელერებმა, ბარუხებმა, მორგანებმა და სხვებმა თავიანთი დეპოზიტები დახურეს და მთელი თავიანთი აქტივები ოქროსა და ნაღდ ფულში ჩადეს. უკვე 24 ოქტომბერს მსხვილმა ნიუ-იორკის ბანკებმა ბროკერებზე მხოლოდ ერთდღიანი კრედიტების გაცემა დაიწყეს, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ, რომ თავიანთი აქციები გამოეტანათ ნებისმიერ ფასად გასაყიდად, რომ კრედიტები ბანკებისთვის დაებრუნებინათ. შედეგად ფასიანი ქაღალდების ბაზარი დაემხო. ეს დღე ისტორიაში შევიდა შავი ხუთშაბათის სახელწოდებით.

საერთაშორისო ბანკირების ცინიზმის მასშტაბებზე მეტყველებს ერთი ფაქტი, რომ ამ დროს ბანკირმა ბარუხმა საფონდო ბირჟის პანიკის სანახავად მოიყვანა იუნსტონ ჩერჩილი და ამით ხაზი გაუსვა თავიანთ განუსაზღვრელ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებს.

კონგრესმენმა ლუის მაკფედენმა ამ მოვლენებში პირდაპირ დაადანაშაულა ბანკირები: ”ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო გულმოდგინედ დაგეგმილი მოვლენები. საერთაშორისო ბანკირები ესწრაფვოდნენ შეექმნათ ისეთი სასოწარკვეთილი ვითარება, რომ ყველა ჩვენთაგანის მპყრობელები გამხდარიყვნენ”.

კერტის დოლი, რომელიც იმ დროს ნიუ-იორკის ბირჟის ბროკერი იყო, თავის 1970 წელს გამოცემულ წიგნში წერს: ”რეალურად ეს იყო მსოფლიო ფულის ტუზების მიერ ამერიკის საზოგადოების ჩაფიქრებული ძარცვა, ნიუ-იორკის ფულის ბაზარზე საკრედიტო თანხების უეცარი არასაკმარისობით გამოწვეული”.

რამდენიმე დღეში ბაზარმა დაკარგა სამი მილირდი, ხოლო წელიწადში 40 მილიარდი დოლარი. იმის ნაცვლად, რომ საპროცენტო განაკვეთები შეემცირებინათ, რომ კრედიტები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ფრს, პირიქით, კიდევ უფრო ამცირებდა ფულის მასას. ამის გამო 1929 – 33 წლებში ფულის მასა შემცირდა 33%-ით.

ეს კარგად იციან ცნობილმა ეკონომისტებმა. ნობელის პრემიის ლაურეატმა მილტონ ფრიდმანმა 1996 წელს პირდაპირ განაცხადა: ”ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გამოიწვია დიდი ეკონომიკური დეპრესია, შეამცირა რა 1929-33 წელს ერთი მესამედით ფულის ბრუნვა”.

ხოლო, ის ფული, რომელიც ამერიკელებმა დაკარგეს, გადავიდა იმ ბანკირების ხელში, რომლებმაც წინდაწინ იცოდნენ ამ საბირჟო კრახის შესახებ. ამის შედეგად მილიონობით ამერიკელი შიმშილობით კვდებოდა, ხოლო ათასობით ადამიანი განწირულობის გამო თავს იკლავდა.

ამ კრიზისის დროს, ცნობილია, რომ ბანკირების მილიარდები იგზავნებოდა ფაშისტური გერმანიის სამხედრო ძლიერების ასამაღლებლად. ამის შესახებ ჯერ კიდევ იმ პერიოდში ამბობდა კონგრესმენი მაკფედანი: “ფრს-ის დირექტორთა საბჭომ გერმანიაში გადაქაჩა 30 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომლითაც ხორციელდება ის გრანდიოზული პროექტები: გზები, სპორტული მოედნები და თანამედროვე ქარხანა-ფაბრიკები”.

1932 წელს რუზველტმა მოინდომა სახელმწიფოს მიერ ინვესტიციების თავის თავზე აღებით მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რუზველტმა ამის შემდგომ ბანკები გაანთავისუფლა მოსახლეობის ანაბრების დაბრუნებისგან, ისევე როგორც ეს ჩვენთან შევარდნაძემ გააკეთა, ოღონდ - კუპონის სრული გაუფასურების საშუალებით და შემდგომ ანაბრების ღირებულებასა და ახლადშემოღებულ ლარს შორის სამარაცხვინოდ დაბალი იდექსაციის დაწესებით. ანალოგიური ბედი ეწია იმ ფულს, რომელიც შევარდნაძემ მოსახლეობას ეროვნულ ბანკში შეატანინა მისი ერთი წლის თავზე გაორმაგების დაპირებით და ამით საუკუნის აფიორა განახორციელა.

პირველ ხანებში ახალი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი აკრიტიკებდა მენუალებს. ის 1933 წლის 4 მარტს, ინაგურაციის დღეს ამბობდა: ”მენუალების ბინძური ქმედებები დაწყევლილია საზოგადოების აზრის სასამართლოთი. ისინი ხალხის გონებისა და გულებისათვის საზიზღრები არიან. მენუალები უნდა მოსცილდნენ იმ კვარცხლბეკს, რომელსაც იკავებენ ცივილიზაციის ტაძარში”.

მიუხედავად ამისა, ორი დღის შემდეგ მან დაკეტა კერძო ბანკები და უკანონოდ გამოაცხადა კერძო პირების ხელში ოქროს მონეტები და ნაკეთობები. ეს რეალურად იყო ოქროს კონფისკაცია, რადგან ვინც დაარღვევდა ამ კანონს, 10 წლიანი ციხე და 10 000 დოლარი ჯარიმა ელოდა, რაც ახლანდელ 100 000 დოლარს უდრის. ვინც ოქროს აბარებდა, მას აძლევდნენ 20 დოლარს უნცია (28 გრამი) ოქროში. რუზველტმა ეს ღონისძიება საზოგადოების რესურსების კონსოლიდაციის სურვილით ახსნა. სინამდვილეში ეს იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა. ამის შემდეგ ფრს-მ უნცია ოქრო უეცრად გააძვირა და 35 დოლარად შეაფასა.

ფრს-ის მავნებლობაში ამერიკის ცნობილი პრეზიდენტი ჯონ კენედიც კარგად იყო გარკვეული. გთავაზობთ ამ სტრუქტურის შესახებ მისი გამოსვლის ამონარიდს: ”ის, რასაც ვუპირისპირდებით, ეს არის მთელ სოფლიოში ყველაზე მონოლითური და სასტიკი შეთქმულება, რომელიც თავისი გავლენის გასაფართოებლად ეყრდნობა უპირველესად შენიღბულობას”. ეს იყო აშშ-ის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც ამ ბოროტებას შეებრძოლა და 1963 წლის 4 ივნისს ხელი მოაწერა აღმასრულებელ დადგენილებას 11/110-ს, რომელიც ავალდებულებდა ხაზინას, რომ გამოეშვა რეალური ფული ფედერალური რეზერვის სისტემის ჩარევის გარეშე. ამით მას სურდა ფულის კერძო საბეჭდი მანქანის განადგურება. ამ დადგენილების მიღებიდან 6 თვეში კენედი მოკლეს და შემდგომმა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ეს დადგენილება გააუქმა.

კენედისა და შემდგომ მისი ძმის, პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატის, რობერტ კენედის მკვლელობების უამრავი მოწმე რა საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და საერთოდ გამოძიება როგორ ჩატარდა, ეს სხვა თემაა.

კონგრესმენმა რაიტ ჰატმანმა 60-იან წლებში თქვა: ”თანამედროვე აშშ-ში სინამდვილეში ორი მთავრობაა. არის კანონით ჩამოყალიბებული მთავრობა და დამოუკიდებელი, უკონტროლო და კოორდინაციას დაუმორჩილებელი მთავრობა ფრს-ის სახით, რომელიც წარმოადგენს კონგრესის მიერ დამტკიცებულ ფულის ძალაუფლებას”.

ჯერ კიდევ 1911 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტი ტაფტი ამბობდა: “ქვემეხების დიპლომატია, ჯენტლმენებო, წარსულს ბარდება. სამყაროს გადასაკეთებლად ბრძოლა გრძელდება და ქვემეხი დოლარს უთმობს ადგილს. დოლარის დიპლომატია - აი ჩვენი მთავარი კარტი. დოლარით გაცილებით უფრო ეფექტიანად გავუსწორდებით მტრებს, ვიდრე ტყვიებითა და ყუმბარებით. სწორედ დოლარებით მოვიპოვებთ მსოფლიო ჰეგემონიას, თვით ნაპოლეონსაც რომ არ დასიზმრებია”.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მენუალებმა მიზნად დაისახეს ახალი მსოოფლიო წესრიგის, ცენტრალიზებული მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო მთავრობის შექმნა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება: 1.ეროვნული ცენტალური ბანკების დომინირება მთელ ეროვნულ ეკონომიკაზე. 2.რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების შექმნა, მსგავსად ევროკავშირისა 3. მსოფლიო ეკონომიკის ცენტრალიზაცია საერთაშორისო მსოფლიო ბანკისა და საერთო ფულის შექმნით და ეროვნული სახელმწიფოების გაუქმება.

უნდა ითქვას, რომ პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპი განხორციელების პროცესშია, რომლის დასრულების შემდგომ დაიწყება მესამე ეტაპი.

მოკლედ ვისაუბრებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შესახებაც. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ომით დაღლილ მსოფლიოში საერთაშორისო ბანკირებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ საერთაშორისო მთავრობას შეუძლია ომის თავიდან აცილება. მათ გააკეთეს შეთავაზება, რომ ის დაეფუძნებინათ სამ ვეშაპზე დაყრდნობით. ესენია: 1.საერთაშორისო ცენტრალური ბანკი, 2. საერთაშორისო სასამართლო ჰააგის სასამართლოს სახით 3. მსოფლიო საკანონმდებლო-აღმასრულებელი ორგანო ერთა ლიგის სახელწოდებით.

მათ სურდათ მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთი ძალაუფლების ქვეშ მოქცევა. ამ კონგლომერატის მთავარი ღერძი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი ცენტრალური ოფისით ბაზელში. ამის შესახებ წერდა ზემოთ ნახსენები ამერიკელი პროფესორი კეროლ კვიგლი 1966 წელს გამოცემულ წიგნში ”ტრაგედია და იმედი”: ”თითოეული ცენტრალური ბანკი ისწრაფვის ეროვნულ მთავრობაზე დომინირებას საკრედიტო სისტემაზე მმართველობის დახმარებით, საზღვარგარეთის ვალუტების კურსების მანიპულირებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობებზე, პოლიტიკოსებზე კი ურთიერთობებით და საქმიან სამყაროში ეკონომიკური მოგების დაპირებით”.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ერთა ლიგაში და საერთაშორისო ბანკის შექმნაში ამერიკამ მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც ის განწირული იყო, თუმცა ბაზელში ფრს-მ მაინც გაგზავნა წარმომადგენლები.

მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მიაღწიეს იმას, რომ 1944 წელს ამერიკაში ბრეტონ ვუდსის შეხვედრაზე შექმნეს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ). კონგრესმენი რონ პოლი ამ სისტემას ჩავარდნილს უწოდებს იმ მიზეზით, რომ მან მთავრობას უკონტროლობისკენ უბიძგა, რადგან დოლარს, როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტას, უკვე არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო ეკონომიკა ამაგრებს.

ვიეტნამის ომმა უამრავი ზედმეტი დოლარის დაბეჭდვა გამოიწვია. უცხოელებმა ეს შენიშნეს და დე გოლმა, და მისი მიმბაძველობით სხვებმაც, მოითხოვეს, ბრეტონ-ვუდსის შეთანახმების თანახმად, დოლარის ოქროში გადაცვლა. წარმოიშვა ამერიკის ოქროს მარაგებისგან დაცლის დიდი საშიშროება და ამის გამო 1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა უარი თქვა ოქროს დოლარში გაცვლაზე. შედეგად, დოლარი უკვე არაფრით აღარ არის გამაგრებული. ამ წლიდან უკვე დოლარის ინფლაციამ დღემდე 300%-ს გადააჭარბა. დოლარის სიმყარეს უკვე არა ბაზარი, არამედ ფრს განსაზღრავს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აშშ-ის ოქროს მარაგების საწყობში ფორტ-ნოქსში ინახებოდა მსოფლიო ოქროს 70%, მაგრამ უკვე მერამდენე წელია ითხოვენ მის ინვენტარიაზაციას, მათ შორის ამერიკელი კონგრესმენი რონ პოლი, მაგრამ უშედეგოდ. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ეს ოქრო უკვე გაყიდულია, ხოლო მის ნაცვლად ვოლფრამის ოქროსფრად შეღებილი შენადნობის ფილები ინახება.

პრეზიდენტ რეიგანის შექმნილმა ოქროს კომისიამ 1982 წელს შოკის მომგვრე;ლი დასკვნა დადო - ამერიკის ხაზინას ოქროს მარაგი საერთოდ არ გააჩნიაო. როგორც აღმოჩნდა, ფორტ-ნოქსის ოქრო ეკუთვნის ფრს-ის ბანკირთა ჯგუფს, როგორც მის მიმართ სახელმწიფო ვალის უზრუველყოფის საშუალება.

”ფრს წარმოშობის მომენტიდან საიდუმლოების ფარდით არის დაფარული, ასევე მისი მოღვაწეობა. ამის მიზეზია ის რომ დაიფაროს სიმართლე, სიმართლის თქმა გამოიწვევს ხალხის აღშფოთებას და რევოლუციას და მას ქუჩაში გამოიყვანს” ამბობს აშშ-ის მეზისის ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი ლუ როკუელი

1993 წელს კონგრესიდან ფრს-ის შემოწმების მცდელობა იყო, მაგრამ კლინტონმა აღკვეთა ეს მცდელობა მისი ავტორიტეტის ძირის გამოთხრის საფრთხის მიზეზით.

კონგრესმენი რონ პოლი ამბობს: ”ფრს იწვევს უმუშევრობას, ინფლაციას, რეცესიას, ყველა უბედურებას და იმის ნაცვლად რომ მისი ხელმძღვანელები ციხეში ჩასვან, კონგრესმენებს სჯერათ, რომ ის ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას”.

მსოფლიო საბანკო სისტემის მიერ ვალების ქსელში გახვეული მსოფლიოს არსებული სურათი და მისგან გამომდინარე საშიშროებები კარგად და გასაგებად არის გადმოცემული მოკლემეტრაჟიან ვიდეოფილმში, რომლის ნახვას ვურჩევდი დაინტერესებულ მკითხველს: http://www.youtube.com/watch?NR=1&v=jxjraNUvC9k&feature=endscreen

ეკონომიკური კანონზომიერება გვკარნახობს, იმისთვის რომ ინფლაცია არ არსებობდეს, ეროვნული ვალუტა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასი პროცენტით ოქროთი, ან შესაბამისი ეროვნული პროდუქციით. ჩვენთან კი ლარი უზრუნველყოფილია ეროვნულ ბანკში შენახული დოლარის მარაგებით, რომლის კატასტროფული ინფლაცია თუ მოხდა, რასაც ბევრი კომპეტენტური ეკონომისტი ვარაუდობს, ეს სრულიად გააკოტრებს ეროვნულ ბანკს და საერთოდ ქართულ ეკონომიკას.

ჩვენთვის მთავარი ის უნდა იყოს, აქვს თუ არა საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება უპირველესად გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას სხვადასხვა ღონისძიებებით, თუნდაც საპროცენტო განაკვეთების დაწევით, რასთანაც უშულოდ არის დაკავშირებული ეროვნული წარმოების განვითარება, ხოლო მაღალ საპროცენტო განაკვეთებთან - ქართველი ხალხის მასობრივად გაკოტრება. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პოლიტიკაში საქართველოს ეკონომიკის ინტერესების დაცვას ვერ ვხედავთ.

სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მოღვაწეობის შესახებ გარკვეულ ეჭვებს ბადებს ლარის კურსის ბოლოდროინდელი საეჭვო რყევები, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და განვითარებისა და რეკონსტრუქციის მსოფლიო ბანკი იმეორებენ ფრს-ის წესდებას, ანუ ჩამოაყალიბეს საერთაშორისო ბანკების კარტელი და მთელი მსოფლიოს ბანკებს კარნახობენ საკრედიტო პოლიტიკას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 1996 წელს ფრს-ის მსგავსად გამოუშვა 30 მილიარდის ღირებულების ბანკნოტები სესხების სპეციალური უფლების სახელწოდებით. სსფ მოითხოვს რომ ამ ბანკნოტების მიმართ ეროვნული ვალუტები იყოს სრულად კონვერტირებული.

სსფ-საც ხელმძვანელობს ეროვნული ბანკების წარმომადგენლობიდან არჩეული დირექტორთა საბჭო. ამერიკისა და ინგლისის წარმომომადგენლობა იმდენად მაღალია ამ საბჭოში, რომ პრაქტიკულად ისინი მართავენ სსფ-ს. ამიტომაც ისინი არეგულირებენ ფულის მასას მთელ მსოფლიოში. 1992 წლლიდან ეს ძალები აწესებენ ეროვნულ ცენტრალურ ბანკებში ბანკის რეზერვის აუცილებელ პროცენტს. ანუ, როცა მოისურვებენ, სხვადaსხვა ქვეყნებში დეპრესიებსა და კრიზისებს იწვევენ.

ამ ორგანიზაციების მიმართ ვალების გამო სუვერენული სახელმწიფოების დიდი ნაწილი მუდმივად ფინანსური კრიზისების წინაშე არიან, რაც ამ სახელმწიფოთა მთავრობებს აღნიშნული ორგანიზაციების ბიუროკრატიის მარიონეტებად აქცევთ. ამავე დროს, ამ საერთაშორისო მენუალების ჯიბეში მიექანება ნაციონალური სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, მაგალითად, 1992 წელს ვალდებულმა სახელმწიფოებმა ვალის დასაფარად საერთო ჯამში გაიღეს 192 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე იმ წელს კრედიტები მიიღეს.

უკვე საქართველოს ბიუჯეტიც არის აღნიშნული პროცესის აშკარა მაგალითი. 2014 წელს გვიწევს 1 მილიარდ 600 მილიონი ლარის საზღვარგარეთული ვალის გადახდა, ხოლო საზღვარგარეთულ კრედიტს ვიღებთ 1 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტი ოდენობით.

ამ დროს კი საქართველოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა აუცილებელია საპროცენტო განაკვეთების მინიმუმადე შემცირება და კომერციული ბანკების საქმიანობის ისე დარეგულირება, რომ საპროცენტო ტარიფები მაქსიმალურად დაეცეს, ისევე როგორც ეს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშია, მაგალითად, იაპონიაში ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი 0, 25%-ია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებისა 1%, ისევე როგორც აშშ-ის ფრს-ის ტარიფი, რათა ეკონომიკაში მოხდეს საკმარისი ფულის შედინება და მისი გააქტიურება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს წარმოების გამოცოცხლებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენთან კი, საბანკო სისტემა ელემენტარული ეკონომიკური კანონზომიერების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, თითქოს ამოცანა არა ეროვნული ეკონომიკის აღმავლობა, არამედ მისი მუდმივი ეკონომიკური კრიზისის ქვეშ ყოფნაა და, უნდა ითქვას, რომ ამას წარმატებით ახერხებს კიდეც, თუმცა საკუთარი ხალხის ძარცვის წყალობით ყოველწლიურად, მინიმუმი, 300 მილიონიანი მოგების ნიშნულზე მაინც ადის. ამგვარად, ბანკები თავად ჯერ-ჯერობით არაფერს აგებენ, მაგრამ ასე ხომ, დიდ ხანს ვერ გაგრძელდება.

ასეთი პოლიტიკის შედეგად მალე მოვა დრო, როცა სრულიად სიღატაკეში ჩავარდნილი მოსახლეობის უმრავლესობიდან აღარც კრედიტის ამღები და აღარც მისი დამბრუნებელი დარჩება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენს ანტიეროვნულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ელიტას, როგორც ჩანს, გამოსავალიც მოძებნილი აქვს, ბოლომდე გახსნიან უცხოელთათვის საქართველოს კარებს, რისი ნიშნებიც უკვე აშკარად იგრძნობა და მთელ ქვეყანას მათ გადააბარებენ, ხოლო ქართველი ერი კი საკუთარ სამშობლოში უცხოელთა მოსამსახურე ერად იქცევა სრული დეგრადაციისა და გადაშენების პერსპექტივით.

ეს უკვე გამოცხადებული ომია, ოღონდ ბომბების ნაცვლად გამოიყენება დოლარი და შიმშილით იღუპება მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. სამწუხაროდ, საქართველოც ამგვარი მსხვერპლი ქვეყნების რიგებში აღმოჩნდა. ეს არის მაღალპროცენტიანი კრედიტების აღებისა და მათი გასტუმრებისათვის ეროვნული სახელმწიფოებისა და ხალხისათვის წამგებიანი მუდმივი ომი.

ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი რა უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ თანდათან უნდა გაისტუმროს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ვალები და ამ გზით მისი დირექტივებისგანაც გაინთავისუფლოს თავი. ამავე დროს, ნაციონალური ვალუტის ემისიის რაოდენობის განმსაზღვრელი თავად უნდა გახდეს, ხოლო ეროვნული ბანკის ფუნქცია უნდა გადაეცეს სახელმწიფო ხაზინას და ნაციონალური ვალუტა მხოლოდ ხაზინამ უნდა გამოუშვას.

ამგვარი მონეტარული რეფორმა ინფლაციისა და დეფლაციის გარეშე ეკონომიკის დამამკვიდრებელი იქნება. ფულის რაოდენობა უნდა განისაზღვროს დემოგრაფიული სტატისტიკით და ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების ინდექსით. ეს სისტემა უნდა იყოს ღია და არა საიდუმლო, რომ საზიანო მანიპულაციების საშუალება აღარ არსებობდეს. მოკლედ, ფულის გამოშვება და საპროცენტო-სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს ხელისუფლების პრეროგატივა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებით განსაზღვრული და მკაცრად გაწერილი კანონების მიხედვით მოქმედი.

ამავე დროს, მსოფლიოში ძალთა ბალანსი უნდა გავითვალისიწინოთ და ამგვარი ეროვნული ინტერესების გამტარებელი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები ანალოგიური სტრატეგიის მქონე ქვეყნებთან ერთად და მათი მხარდაჭერით უნდა განვახორციელოთ, რომ დაპირისპირებული მსოფლიო ფინანსური ძალების მხრიდან მძიმე დარტყმების ქვეშ არ აღმოჩნდეს ისედაც სულის მღაფავი ქართული ეკონომიკა.

ასეთი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები კი, საბედნიეროდ, არსებობენ, თუნდაც, იგივე ე.წ. ”ბრიკსის” ქვეყნების სახით, რომელშიც გაერთიანებულია 5 მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელთა საერთო მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება ამჟამად 15 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, რაც ევროკავშირზე მაღალია, ხოლო 21-ე საუკუნის 50-იან წლებში ვარაუდობენ, რომ გადაამეტებს ”დიდი შვიდეულის” იდენტურ მონაცემებს.

დოლარის რეალურად მოსალოდნელი არასტაბილურობისა და გავლენისაგან თავის დასაღწევად და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად ”ბრიკსი” ქმნის განვითარების საკუთარ ბანკს და გარკვეული პრობლემების მოგვარების შემდგომ, ეს ახალი ეკონომიკური გაერთიანება დოლარის სამყაროს ახალ ალტერნატივად წარმოსდგება.

წერილის ამ ნაწილს დავასრულებ ამერიკის დიდი დეპრესიის დროს (1929 -33 წლები) რომის პაპის პიუს XI-ის სიტყვებით: ”ჩვენს დროში არა მარტო სიმდიდრე, არამედ დესპოტური ეკონომიკური ძალაუფლებაც თავს იყრის ერთი და იგივე ადამიანების ხელში. ამ ხელისუფლებასთან პრაქტიკულად შეუძლებელია წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ისინი ფლობენ და აკონტროლებენ ფულს. ისინი წყვეტენ ვის მისცენ კრედიტი, რაც არის წყარო მთელი ეკონომიკის სიცოცხლის ძალისა, ისინი ჩაებღაუჭნენ ეკონომიკის სულს და მათი სურვილის წინააღმდეგ სუნთქვასაც ვერავინ ბედავს”.

(გაგრძელება იქნება)