ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას უპასუხა და აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს.
„თუ ამ გამოსვლას მოვუსმენთ, მათ სურთ ჩვენთან ჩხუბი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ჩხუბი ჩვენს მეგობრებთან“, - აღნიშნა კაია კალასმა.
მან დასძინა, რომ მოკავშირეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ უფრო დიდ საფრთხეებზე, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.