ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის

ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - Anita-ს, მორსასა/MorsaCyberg და სხვა მწარმოებლების ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის. ეს სამედიცინო საშუალებები ძირითადად  ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოიყენება. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს.  ორსულებისთვის ორთოპედიული პროდუქტების  გამოყენების მთავარი მიზანი მშობიარობამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქტის სხვადასხვა ტიპი არსებობს და სწორად უნდა შევარჩიოთ ისინი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

●       საორსულე ქამარი - ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე.

●       ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) - მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.

●       საორსულე კოლგოტი - მათი გამოყენება ორსულებში ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს,  კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს.

ეს პროდუქცია ორსულებს ისეთი პრობლემის დაძლევაში ეხმარება, როგორიცაა:

●     წონის მატება;

●     ქვედა კიდურების ვარიკოზი;

●     მუცლის დაწევა;

●     დისკომფორტი წელის არეში.

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს  ორსულების ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. მათი შეძენა სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი.