ანდრაშ ლასლო: დასავლელ ლიდერთა და დიპლომატთა უმრავლესობას სამწუხაროდ დაავიწყდა თუ რას გულისხმობს დიპლომატია

ანდრაშ ლასლო: დასავლელ ლიდერთა და დიპლომატთა უმრავლესობას სამწუხაროდ დაავიწყდა თუ რას გულისხმობს დიპლომატია

დასავლელ ლიდერთა და დიპლომატთა უმრავლესობას სამწუხაროდ დაავიწყდა, თუ რას გულისხმობს დიპლომატია. მათ დაავიწყდათ, რომ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული, - განაცხადა ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ეს ეხება განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არიან. ევროკომისიას და ევროპარლამენტს მიაჩნიათ, რომ ამ სახელმწიფოებისთვის ნებისმიერი პირობის წაყენება შეუძლიათ. ასეა საქართველოს შემთხვევაში. ეს არ არის სწორი. კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფა არ არის მართებული, ადათ-წესების და ტრადიციების უარყოფა, ამავე დროს ამ სახელმწიფოთა ინტერესებისთვის ზურგის შექცევა არ არის სწორი“, - აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.