მამუკა მდინარაძე: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება “დიფ სთეითს”, “დიფ სთეითი” - ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი  - ოლიგარქიულ გავლენებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, “დიფ სთეითისა” და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის, მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.

“მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაც.აგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში:
USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი - ოლიგარქიულ გავლენებს.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: 
დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. 

არ იქნება სამართალი, - არ იქნება მშვიდობა!

ცეცხლი ოლიგარქიას! 

ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი” - წერს მამუკა მდინარაძე.