იმისთვის, რომ დეზინფორმაციისგან, სიძულვილის ენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, გვჭირდება ბრიტანული მოდელის გადმოღება ჩვენ ქვეყანაში. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, გააკრიტიკონ ბრიტანელები

იმისთვის, რომ დეზინფორმაციისგან, სიძულვილის ენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, გვჭირდება ბრიტანული მოდელის გადმოღება ჩვენ ქვეყანაში. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, გააკრიტიკონ ბრიტანელები

იმისთვის, რომ დეზინფორმაციისგან, სიძულვილის ენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, გვჭირდება ბრიტანული მოდელის გადმოღება ჩვენ ქვეყანაში. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, გააკრიტიკონ ბრიტანელები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც მედიარეგულაციას ეხება.

„ბრიტანეთში ახლა არც სიძულვილის ენაა იმ დოზით, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტელევიზიებში. არც დეზინფორმაცია ვრცელდება ისე, როგორც საქართველოში და არც სხვადასხვა ტელევიზიის ხელმძღვანელობა იქნება თუ თანამშრომლები, არ არიან სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული. ეს გვინდა ზუსტად ჩვენც. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იყოს ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება ბრიტანული კანონმდებლობა. ვინმე იტყვის, რომ ბრიტანეთში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი არ არის? ან იტყვის, რომ მედია შეზღუდულია და ვინმე მედიის შიდა საქმეებში ერევა? ზუსტად რაც არის რეგულირება ბრიტანეთში ისევ და ისევ იმისთვის, რომ დეზინფორმაციისგან, სიძულვილის ენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, ამიტომ გვჭირდება ბრიტანული მოდელის გადმოღება ჩვენ ქვეყანაში. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, გააკრიტიკონ ბრიტანელები“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მანვე ისაუბრა ოპოზიციის დამოკიდებულებაზე, რომელიც ჯერ კიდევ დაუნიცირებელ კანონს აკრიტიკებს.

„ოპოზიცია რომ ამბობს ცენზურის სამინისტრო შეიქმნებაო, ე.ი. იმის თქმა უნდათ, რომ ბრიტანეთში ცენზურის სამინისტრო არსებობს? ვინმე ერევა თითოეული მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში? სტატიებს ამოწმებენ და თუ რამე სიტყვა, განცხადება თუ შინაარსი არ მოეწონება, ეს სტატიები არ იბეჭდება? ან გადაცემები გადის ისე, როგორც ცენზორი იტყვის? მათ უნდათ, რომ ეს დააჯერონ საზოგადოებას, რაც აბსოლუტური ტყუილია. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს ცენზურის სამინისტრო, ცენზორები და მედია არის ზეწოლის ქვეშ. ამას ამტკიცებენ, როდესაც ჯერ კიდევ დაუინიცირებელ და წაუკითხავ კანონებთან დაკავშირებით მსჯელობენ“, - განაცხადა გორდულაძემ.