სკანდალური რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრებმა სოჭის ოლიმპიურ სოფელში პერფორმანსის გამართვა სცადეს, თუმცა მათი მცდელობა კაზაკებმა ჩაშალეს. გოგონებმა აქცია სახელმწოდებით - "პუტინი გასწავლისსამშობლოს სიყვარულს" გამართეს. გამოსვლის დაწყებისთანავე, მათ კაზაკები დაესხნენ თავს და გოგონების წინააღმდეგ მათრახები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, სოჭში, ოლიმპიური თამაშების დროს წესრიგს 400-ზე მეტი კაზაკი იცავს. კაზაკები სპორტსმენების, უცხოური დელეგაციებისა და ტურისტების უსაფრთხოებას იცავენ და მოვალეობას კაზაკთა ფორმაში გამოწყობილები პოლიციელებთან ერთად ასრულებენ. სოჭში ყუბანელმა კაზაკებმა სკანდალური ჯგუფის„ფუსი"-ს აქტივისტები ცემეს.