ირაკლი ქადაგიშვილი: მოვუწოდებთ ელჩებს, მათი ქმედება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემით იყოს განმსჭვალული

ირაკლი ქადაგიშვილი: მოვუწოდებთ ელჩებს, მათი ქმედება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემით იყოს განმსჭვალული

მოვუწოდებთ ელჩებს, რომ მათი ქმედება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემით იყოს განმსჭვალული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დანიისა და პოლონეთის საელჩოების მოთხოვნაზე საუბრისას, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

„მრავალი შემთხვევა ვნახეთ, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები უხეშად ერეოდნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში. განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებში, წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია არა მარტო დიპლომატიური ქცევის წესებითა და კანონებით, არამედ ზოგადად, სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავს, ნიშნავს დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფას. ამიტომ, მოვუწოდებთ ელჩებს, რომ მათი ქმედება იყოს პატივისცემით განმსჭვალული ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.