კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული რუსული რომანსის საღამო "Ето было недавно", რომელიც თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, სტვენის ფონზე მიმდინარეობდა.
მოქალაქეების ნაწილმა რუსული რომანსის კონცერტის გამართვა გააპროტესტა, იმ ფონზე, როცა უკრაინის ხელისუფლება კიევში ევროინტეგრაციის მომხრეების დაშლას ცდილობს.
საპროტეტსო აქცია "არ უმღეროთ ოკუპანტს, როცა ის "რომანსებს კიევში ასრულებს!", რომელზეც ათამდე ადამიანი მივიდა, 7 საათზე, კონცერტის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყო.
რუსული რომანსის კონცერტი "Ето было недавно"- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით "რუსული კლუბის" პატივსაცემად გაიმართა.