მამუკა მდინარაძე: არავის არაფერს მივყიდით. ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესები. ამის მზღვეველები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავინ ჰყოლია

მამუკა მდინარაძე: არავის არაფერს მივყიდით. ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესები. ამის მზღვეველები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავინ ჰყოლია

არავის არაფერს მივყიდით. ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესები. ამის მზღვეველები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავინ ჰყოლია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.

„ამ ქვეყანაში ბევრი გამოჩნდა ისეთი, ვინც არაბულ ინტერესებზე [საუბრობს] და არიქა ახლა გვიყიდიანო. ვიღაც თუ „ნაცების“ წისქვილზე ამითაც ასხამს წყალს, ეს მისი პრობლემაა. ალბათ მიხვდა საზოგადოება, რომ ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს. არავის არაფერს მივყიდით. ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესები. ამის მზღვეველები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავინ ჰყოლია. აქაც დაანებონ თავი ვიღაცებმა რაღაც სპეკულაციებს. ვითომ ზედმეტი „ურა პარტრიოტიზმით“ და ულტრაკონსერვატიული რაღაც მოგონილი მიმართულებებით ხალხის გაგიჟებას თავი დაანებონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. „ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მასშტაბური პროექტი ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება და საქართველო საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.