Reuters: ევროკავშირს სურს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილ ტარიფებთან დაკავშირებით

Reuters: ევროკავშირს სურს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილ ტარიფებთან დაკავშირებით

ევროკავშირს სურს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილ ტარიფებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ მას სურს სწრაფი ჩართულობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ ჩავერთოთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ სწრაფი ჩართულობით ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის ზომები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შეფერხება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირის პროდუქციაზე ტარიფებს მალე დააწესებს.