ნუკრი შოშიაშვილი: ბრიუსელი არის ბაიდენის ადმინისტრაციის, მისი კულტურული და პოლიტიკური ძალების ცენტრის უკანასკნელი ბასტიონი

ნუკრი შოშიაშვილი: ბრიუსელი არის ბაიდენის ადმინისტრაციის, მისი კულტურული და პოლიტიკური ძალების ცენტრის უკანასკნელი ბასტიონი

თუ დავაკვირდები ტრამპის განცხადებებს იქნება ეს კანადასთან მიმართებაში თუ ევროკავშირთან მიმართებაში, ეს არის ასევე იდეოლოგიური დაპირისპირება და ამ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, რომ ის, ვინც პოტენციურად იყო დემოკრატების, ბაიდენის ადმინისტრაციის მოკავშირე, მათზე ხორციელდება ძალიან სერიოზული თავდასხმა ტრამპის მხრიდან, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენ ვხედავთ ასევე იმ მომენტსაც, რომ ტრამპი პირველ რიგში ამ ელიტების მოცილებას ცდილობს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ამ პროცესში ყველაზე მეტი შანსი უჩნდებათ მთელ რიგ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომლებსაც ეხსნებათ ერთი მხრივ ბრიუსელისგან ზეწოლა და მათ შეუძლიათ თავისი ზომის და წონის მიუხედავად, იმაზე უფრო დიდი როლი შეასრულონ ამ დაპირისპირების პროცესში თვითონ ევროპაში, ვიდრე ამას ასრულებდნენ აქამდე.

ჩვენ ვხედავთ, რომ თუ ვინმე არის ტრამპის მხარდამჭერი ევროკავშირის შიგნით, ესენი არიან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ტრამპსა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის დაპირისპირებაში საქართველო აღმოჩნდა ევროკავშირის ბიუროკრატების მოწინააღმდეგეთა ბანაკში. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ უკვე ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების“ კრიტიკა. ეს არის პროცესი, როდესაც ხდება გამოსვლა იმ პოლიტიკური ძალებიდან. ბრიუსელი არის ბაიდენის ადმინისტრაციის და მისი კულტურული და პოლიტიკური ძალების ცენტრის უკანასკნელი ბასტიონი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბასტიონი ნელ-ნელა ინგრევა სწორედ იმიტომ, რომ ცენტში ტრამპი ახდენს თავდასხმას.

ჩვენ გვეხსნება გარკვეულწილად შანსი, რომ ამ პროცესში შეიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც ძალიან მცირე და პერიფერიული, რომ ადგილზე ჩვენ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, გავაძლიეროთ კონსერვატიული დისკურსი, საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ ისეთი, რომ ჩვენი ნაციონალური ეროვნული ინტერესები იქნება წინ წამოწეული და ამაზე ორიენტირებით მოვახდინოთ იმ ბიუროკრატიული, ტექნოკრატიული კლასის განეიტრალება, რომელიც წლებია ხელს გვიშლის რეალური დემოკრატიული პროცესების დაწყებაში“, - აღნიშნა ნუკრი შოშიაშვილმა.