პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი და კაკო ბობოხიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გიორგი ცაგარეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, "ნაციონალურ მოძრაობას" ბრალი არჩევნების გაყალბებაში დასდო და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს დემოკრატიულად ატარებს.
ცაგარეიშვილის შემდეგ სიტყვით კაკო ბობოხიძე გამოვიდა და განაცხადა:
"პირდაპირ ჩვენ თვალწინ სერიოზული პროცესი მიდის, გია ცაგარეიშვილი აშკარად კაცდება, ადრე თუ ცრემლები მოსდიოდა ასეთი საუბრის დროს, ახლა უკვე უცრემლოდ ლაპარაკობს. "
დავით უსუფაშვილის მოთხოვნით ბობოხიძეს მიკროფონი გაუთიშეს, რის შემდეგაც მიკროფონების გარეშე დეპუტატებმა ერთმანეთთან კამათი გააგრძელეს. უსუფაშვილმა მხარეებს წიწყნარისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ცაგერეიშვილს მოუწოდა დარბაზი დაეტოვებინა, ხოლო ბობოხიძეს კანონპროექტზე ესაუბრა:
"ცაგარეიშვილი კანონპროექტებზე ლაპარაკობდა წეღან? შე დუქნის ლომო, შენ,"- განაცხადა ბობოხიძემ, საპასუხოდ ცაგარეიშვილმა მას პლასტმასის ბოთლი ესროლა.
დავით უსუფაშვილის მოთხოვნით გიორგი ცაგარეიშვილს და აკაკი ბობოხიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
კაკო ბობოხიძემ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ჟრნალისტებთან განაცხადა, რომ მას ცაგარეიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია:
„მე მხოლოდ ვთქვი, რომ ცაგარეიშვილი თვალსა და ხელს შუა კაცდება, ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ნორმალური პროცესის, ის რაც გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, რადგან ნამდვილად არის იმ ასაკში, რომ კაცი იყოს, თანდათან, დაგვიანებით მაინც ხდება. ხომ ხედავთ, ხმაში რიხი მოემატა და უფრო თამამია. ცაგარეიშვილს ან იმაზე აქვს პრეტენზია, რომ ჯერ არ დაკაცებულა, ან უფრო ადრეა დაკაცებული და ამის გამო აღელდა.“
ხოლო, ცაგარეიშვილი საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ მისთვის ბობოხიძისნაირი ვაი კაცების პარლამენტში ყოფნა მიუღებელია:
„პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რადგან მსგავსი ქმედებები პარლამენტში პლენარრული სხდომის დროს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მე არასოდეს არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა. ისეთი ვაი კაცებისგან, როგორიც არის აკაკი ბობოხიძე, ჭკუის დარგიგებას ნამდვილად ვერ ავიტან. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ბობოხიძისნაირი კაცები საქართველოს პარლამენტში , რომლებიც დღესაც ეფარებიან ყველა მკვლელს, ჩემთვის არის ყველანაირად გაუგებარი და მიუღებელი. გამოსვლის დროს არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა.“