ქართული დელეგაციის შემხვედრი წინადადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის საპასუხოდ - მასში გაპროტესტებულია PACE-ის მიერ შემუშავებული ბოლო განცხადება და მოთხოვნილია საქართველოსთან მიმართებით დათქმების გაუქმება.
დელეგაციის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მათ მიერ შეტანილი ინიციატივა სესიაზე მხარდაჭერილი იქნება.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს.
"მინდა, ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას მივუსამძიმრო - ჩვენი აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდა. ასევე, ვუსამძიმრებ ყველა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას. არაერთი ქვეყნის დელეგაციისგან გვაქვს თანხმობა, რომ დავარეგისტრირებთ ამ პროექტზე ცვლილებას და ისინი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ. შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე განიხილება ეს ტექსტი, შედგება მწვავე დებატები და საბოლოო შედეგები კენჭისყრის შემდეგ გამოჩნდება", - აცხადებს თეა წულუკიანი.