აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს.
„ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს. ახლა შემიძლია ამის მოყოლა. განსაკუთრებით ამის წინააღმდეგი აშშ იყო, მიზეზი კი პროსომხური პოლიტიკა იყო, რადგან მიიჩნეოდა, რომ ეს პროექტი გვერდზე ტოვებდა სომხეთს. სწორედ ამიტომ საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ მათ არ მოეცათ ამაზე თანხმობა. ჩვენ რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს და ბოლოს შევძელით შეთანხმება“, - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.