თეთრი ძაფით ნაკერი საკითხებია არის. სალომე ზურაბიშვილი არის მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანი და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ციტატაზე საუბრისას.
„ისინი ცდილობენ, რომ საკუთარ დაპირებულ ადამიანებს აარევინონ სიტუაცია საქართველოში. ეს ჩავლილი ამბავია, რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მაკკეინის ინსტიტუტიდან ვიცით უკვე ერთი ლორა თონტონი და მეორე სალომე ზურაბიშვილი. ვიცით და არაც ერთს და არც მეორეს ქართველო ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
გამოცემა „ჰილმა“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა. თავდაპირველ ტექსტში ზურაბიშვილის გზავნილი იყო, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“. ჩასწორებული ტექსტის მიხედვით კი, ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის „სათამაშო მოედანი“.