ნანა კაკაბაძე: არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოების მხრიდან ნორმალურად და პატრიოტულად აღიქმებოდეს და წახალისებულიც კი იყოს სხვა ერის დემონიზაცია

ნანა კაკაბაძე: არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოების მხრიდან ნორმალურად და პატრიოტულად აღიქმებოდეს და წახალისებულიც კი იყოს სხვა ერის დემონიზაცია

ჰომოფობიისა და ქსენოფობიის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ, დაკნინების მიზნით  შენი თანამემამულეებისთვისრუსო... რუსო“- ძახილს. საბჭოთა რუსული იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი დისიდენტებიც კი, ვებრძოდით კომუნისტურ რეჟიმს და არა რუს ერს. ჩვენ რეჟიმს ვებრძოდით რუსი ეროვნების დისიდენტებთან ერთად და არასოდეს გვიცდია ეროვნულ შუღლში გადაგვეზარდა ეს ბრძოლა. მგონი, ქართველი ერისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობის გენეტიკური კოდის შეცვლას ცდილობენ ჩვენიდაუძინებელი მეგობრები“, როდესაც ასეთ ცხოველურ ანტირუსულ გამოხტომებს ტაშს უკრავენ და ახალისებენ“-ამის შესახებერთიანი ნეიტრალური საქართველოსწევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დასავლეთში ქსენოფობიად და ფაშიზმად ითვლება რომელიმე ერის მეორეხარისხოვნად გამოცხადება და ნაცისტების მიერ ებრაელების დევნის მსგავსი მიდგომა უცილობლად იწვევს საყოველთაო მიუღებლობას და დაგმობას, მაგრამ როგორც ჩანს, იქიდან საქართველოჯუნგლებადაღიქმება და ამიტომ ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ მხარს უჭერენ და ახალისებენ ჩვენი დასავლელიდაუძინებელი მეგობრებიიმ ქართველპატრიოტებს“, რომლებიც ეროვნული ნიშნით ზიზღისა და მტრობის გაღვივებას პატრიოტიზმად და სამშობლოს სიყვარულად წარმოგვიჩენენ.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის წახალისების მიზანი ისაა, რომ ასეთი დეზორიენტირებული და ფესვებმორყეული ერი ადვილად დასამორჩილებელი გახდეს.

ზომბირებული უმცირესობა დღეს ჩვენი  ქვეყნის საფრთხეა!

არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოების მხრიდან ნორმალურად და პატრიოტულად აღიქმებოდეს და წახალისებულიც კი იყოს სხვა ერის დემონიზაცია, თუ არ ჩავთვლით გერმანელ ფაშისტებს, რომელთა ოფიციალური იდეოლოგია რასობრივი თეორია იყო, საკუთარ თავს არიელების უმაღლეს რასად მიიჩნევდნენ და დაკანონებულად დევნიდნენ ებრაელებს და სხვადაბალი რასისწარმომადგენლებს, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა საზოგადოებაში წახალისებული და პატრიოტობის გამოვლენად მიჩნეული სხვა ერების სიძულვილი.

ჰომოფობიისა და ქსენოფობიის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ, დაკნინების მიზნით  შენი თანამემამულეებისთვისრუსო... რუსო“- ძახილს. საბჭოთა რუსული იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი დისიდენტებიც კი, ვებრძოდით კომუნისტურ რეჟიმს და არა რუს ერს. ჩვენ რეჟიმს ვებრძოდით რუსი ეროვნების დისიდენტებთან ერთად და არასოდეს გვიცდია ეროვნულ შუღლში გადაგვეზარდა ეს ბრძოლა. მე მგონი, ქართველი ერისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობის გენეტიკური კოდის შეცვლას ცდილობენ ჩვენიდაუძინებელი მეგობრები“, როდესაც ასეთ ცხოველურ ანტირუსულ გამოხტომებს ტაშს უკრავენ და ახალისებენ.

მთავარი ის არის, რომ დასავლეთში ქსენოფობიად და ფაშიზმად ითვლება რომელიმე ერის მეორეხარისხოვნად გამოცხადება და ნაცისტების მიერ ებრაელების დევნის მსგავსი მიდგომა უცილობლად იწვევს საყოველთაო მიუღებლობას და დაგმობას, მაგრამ როგორც ჩანს, იქიდან საქართველოჯუნგლებადაღიქმება და ამიტომ ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ მხარს უჭერენ და ახალისებენ ჩვენი დასავლელიდაუძინებელი მეგობრებიიმ ქართველპატრიოტებს“, რომლებიც ეროვნული ნიშნით ზიზღისა და მტრობის გაღვივებას პატრიოტიზმად და სამშობლოს სიყვარულად წარმოგვიჩენენ.

სწორედ ასეთი განწყობების და ქმედებების პროპაგანდა და წახალისებაა იმის მიზეზი, რომ დღევანდელი საქართველოს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში გაბატონებულია ზიზღი, სიძულვილი, ბოღმა და შური, ერთი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის მხრიდან მათთვის მიუღებელი აზრის და პოზიციის დემონიზება.

ამ ყველაფრის წახალისების მიზანი კი ისაა, რომ ასეთი დეზორიენტირებული და ფესვებმორყეული ერი ადვილად დასამორჩილებელი გახდეს. როდესაც ადამიანების თავებში მიაღწევენ მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაციას, მერე ყველაფერი ადვილია -  გაბოროტებული, ზომბებად ქცეული ადამიანების მართვა არის მარტივი,  მორწმუნე და ჰუმანური ადამიანი ძნელი სამართავია, რადგან მას ამუხრუჭებს 10 მცნება,  ნამდვილი ევროპული ღირებულებები,(და არა ფასადური) რადგან ეს ღირებულებები სწორედ ქრისტიანულ მოძღვრებაზეა დაფუძნებული.

ჩვენი ევროპელიდაუძინებელი მეგობრებიკი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოუთხარონ ძირი იმ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომლებიც ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. ასეთიმეგობრებისაქართველოს მიმართ ყოველდღიური მტრული გამოხტომებით არწმუნებენ ჩვენს მოსახლეობას, რომ ქართველების შეხედულებების საპირისპიროდ, ევროპა და ზოგადად, დასავლეთი სულაც არ არის თანასწორობის, ჰუმანურობის, შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ოაზისი, არამედ როგორც მინიმუმ, ასეთი ამქვეყნიური სამოთხე მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნებისთვის სჭირდებათ და არა ჩვენისთანაჩამორჩენილიდამეორეხარისხოვანიერებისთვის. ამის მაგალითები უამრავია.

ედემის ბაღში“ (როგორც ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს უწოდა) პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილების და პიროტექნიკის  სროლა  დანაშაულია და იქ დამნაშავე მკაცრად ისჯება, მაგრამ თუ იგივე ხდებაჯუნგლებში“ (როგორც იმავე ბორელმა საქართველოს მსგავს ქვეყნებს უწოდა), ასეთი ქმედებების ავტორების დაპატიმრების შემთხვევაში ისინიპოლიტიკურ პატიმრებადუნდა ჩაითვალონ. 

ედემის ბაღშიპოლიციელს თუ სახეში სილა გააწანი, ულაპარაკოდ მიგაბრძანებენვირის აბანოში“, მაგრამჯუნგლებშიასეთი ქმედება არა კანონის დარღვევად, არამედ ხელის მოთათუნებად უნდა ჩაითვალოს, ხოლო თუ ამის შემოქმედს დააკავებენ, ისსინდისის პატიმრადუნდა გამოცხადდეს.

ედემის ბაღშიპარლამენტის შენობაზე თავდამსხმელები შეგიძლია კანონიერად დახოცო, გადარჩენილები კი 10-20 წლით ციხეში გაამწესო,  ხოლოჯუნგლებშიპარლამენტში შეჭრის მცდელობაში მონაწილეების მიმართ თუ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის ან გაზს გამოიყენებ, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდებასა და ცრემლების ღვრას მიიღებმშვიდობიანი მოქალაქეებისმიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულსასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“.

ედემის ბაღშიგამჭვირვალობის კანონიც საუკეთესო და სამართლიანია, ჩვენთან, „ჯუნგლებშიკი მსგავსი კანონი მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარი, დემოკრატიის დამსამარებელი და  დიქტატურის დამამყარებელია.

ზომბებად ქცეული ქართველების ნაწილი საკუთარ ქვეყანას მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მხოლოდ ჩვენთან არის აღმოსაფხვრელი კორუფციაც, დეპოლარიზაციაც, ჩვენთან არ შეიძლება კანონის დარღვევაზე რეაგირება, ხოლო იქ, „ედემის ბაღადაღქმულ დასავლეთში არც კორუფციაა (გავიხსენოთ გახმაურებული კორუფციის ფაქტები ევროსტრუქტურებში), არც დეპოლარიზაცია, არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ცხოვრებაც დალაგებულია, მტრობაც აღმოფხვრილი თუ გვინდა, რომ ჩვენც მათი ნაწილი გავხდეთ, ყველაფერში უნდა დავუჯეროთ, მათ ხომ ჩვენზე მეტი იციან და ამიტომ  კარგად ხედავენ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. და ვინც ამას არ ეთანხმება, ისინირუსებიარიან.

მართალია, ასეთი ზომბირებული ქართველიპატრიოტებიდღეისათვის უმცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, თავის  დროზე ბოლშევიკებიც და ფაშისტებიც უმცირესობას წარმოადგენდნენ.

ამიტომ ხელისუფლებასთან ერთად მთელი ჯანსაღი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, რომ ზომბირებული  გაბოროტებული უმცირესობა, არ იქცნენ უმრავლესობად!“-წერს ნანა კაკაბაძე.