დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროდ, საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენების იდეა ეს სალომე ზურაბიშვილის იდეა არ არის. დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ

დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროდ, საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენების იდეა ეს სალომე ზურაბიშვილის იდეა არ არის. დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ

სამწუხაროდ, საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენების იდეა ეს სალომე ზურაბიშვილის იდეა არ არის. დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, - განაცხადა დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი ფრონტის ხაზი და დამატებითი ტვირთი შექმნილიყო რუსეთისთვის და ამდენად, მეორე ფრონტი უნდა ყოფილიყო საქართველოში.

ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ასევე მეორე ფრონტის შესაძლო ვარიანტი იყო ბალტიისპირეთი.

არ არის შემთხვევითი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები აქტიურობენ როგორც თბილისში, ასევე თავად ევროკავშირში ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მათ სურთ საქართველო გამოიყენონ მეხამრიდად რუსეთიდან მომავალი შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად მათაც ემუქრებათ ეს საფრთხეები. მათ ურჩევნიათ, თუკი მეორე ცეცხლი უნდა აინთოს, ეს იყოს საქართველო და არა ბალტიისპირეთი.

ასე, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელიც მათ განცხადებებს ასე უპასუხისმგებლოდ ხშირად მათ განცხადებებს ტაშს უკრავს, მათ უნდა იცოდნენ, რომ საკუთარ შესაძლო საფრთხეებს უკრავენ ტაშს. სწორედ ამის გაგრძელება იყო სალომე ზურაბიშვილის განაცხადი, რომ ის მოუწოდებს აშშ-ს, სთავაზობს, რომ მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა და საქართველო იყოს სათამაშო მოედნად გამოყენებული. ასეთი სახიფათო სათამაშო მოედანი, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ და დღეს კიდევ ვუყურებთ, ეს არის უკრაინა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, დანის პირზე გაიარა, რომ დღეს საქართველო სათამაშო მოედნად არ არის ქცეული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.