აბუ დაბიში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ოდენობის - 6 მილიარდი დოლარის - საინვესტიციო პროექტის განხორციელებას საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ "X"-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
"უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და აბუ დაბის მმართველის, ასევე EMAAR Group-ის თავმჯდომარის, მისი აღმატებულება ბატონი მოჰამედ ალი რაშიდ ალაბარის მიმართ.
აბუ დაბიში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ოდენობის - 6 მილიარდი დოლარის - საინვესტიციო პროექტის განხორციელებას საქართველოში.
ეს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას სამუშაო ადგილების შექმნითა და ახალი ინვესტიციების მოზიდვით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გარდაქმნას მრავალმხრივ ბიზნესჰაბად",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
https://x.com/pm_kobakhidze/status/1883871633124778036?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ