ეს არის მაკკეინის ინსტიტუტის პოზიციები, აქ ახალი არაფერია. მას, როგორც მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს, სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული. ლორა თორნტონი იქნება ეს, თუ სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის განსხვავება უკვე აღარაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათი სურვილია საქართველო ცხელ კერად გადააქციონ.
„გახსოვთ, ლორა თორნტონი წუხდა, რომ საქართველოში სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს. ესაა მათი გეგმა ზუსტად, საბოლოო ჯამში და მეორე უკრაინა ეს არის, საითკენაც უნდათ, გააქანონ საქართველო. ხედავენ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს, პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ კიდევ ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. ქალბატონი სალომე, როგორც მაკკეინის ინსტიტუტის ერთგული თანამშრომელი, სრულად არის ამაში ჩართული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.