სიმბოლურია, რომ ევროპამ და განსაკუთრებით, სხვა ქალაქებთან ერთად, სტრასბურგმა, ძალიან ბევრი რამ ნახა ამ ქუჩებში, ნახა მაგალითად დევნა, ნახა ის, თუ როგორ ატარებდნენ ადამიანები გულზე ვარსკვლავს, როგორ დევნიდნენ, ამიტომ, ეს მრავალჭირნახული ევროპული ტერიტორიაა, სადაც ვიმყოფებით, სიმბოლურია, რომ სწორედ ახლა, ამ ქუჩებში კვლავ ხდება თანამედროვეობის ფაშისტებისგან განსხვავებული აზრის დევნა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ სტრასბურგში განხორციელებული ფაშისტური ბულინგის შემთხვევას.
მისი თქმით, ქართული დელეგაციის წევრებს, „მაწანწალა მიშისტები აეტორღიალნენ“ და სხვადასხვა იარლიყს აწებებდნენ, თუმცა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ქართველს, რომელიც საკუთარ სამშობლოს, რწმენას და კულტურას იცავს, არასდროს შეშინებია ვინმეს თავდასხმის.
„გუშინ მართლაც იყო შემთხვევა, როდესაც მორიგი მაწანწალა „მიშისტები“, მცდელობა ჰქონდათ,რ ომ ქუჩაში თავს დაგვესხნენ ალბათ, გადაჭარბებული ნათქვამია - გამოგვეკიდნენ თუ აგვეტორღიალნენ, ალბათ, ეს უფრო სწორი ნათქვამია და გვაწებებდნენ იმ იარლიყს, რომელიც არის მონა და ა.შ.
მათ შეუძლიათ ნებისმიერი იარლიყი მოგვაწებონ, ქართველ ადამიანს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, საკუთარი რწმენისთვის, საკუთარი კულტურისთვის, საკუთარი გადარჩენისთვის იბრძოდა, არასდროს შეშინებია იმისა, რომ მას ვინმე ებრძოდა ან თავს ესხმოდა, ამიტომ, შეუძლიათ ასეც გააგრძელონ. ისინი ყველასათვის ცნობილი ადამიანები არიან. ესენი არიან სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, მათ შორის, ზოგიერთი დამკვირვებლადაც იყო ზოგიერთ უბანზე და რა თქმა უნდა, გაბრაზებულები არიან, რომ ეს არჩევნები წააგეს.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.