ილონ მასკი: ძალიან დიდია კონტროლი რაღაც სახის გლობალური ელიტისგან

ილონ მასკი: ძალიან დიდია კონტროლი რაღაც სახის გლობალური ელიტისგან

გერმანიას და საერთოდ ევროპის ქვეყნებს მეტი დამოუკიდებლობა და ბრიუსელის მხრიდან ნაკლები ბიუროკრატია სჭირდება - ეს განცხადება ილონ მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის ნიშნად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვიდეო ჩართვის დროს გააკეთა.

მასკი აცხადებს, რომ დღეს ძალიან დიდია კონტროლი გლობალური ელიტისგან და მიჩნევს, რომ ნაკლებად უნდა იყოს გლობალური მთავრობა და ცალკეული ქვეყნებიდან უნდა იყოს მეტი გადაწყვეტილებები“.

„ვფიქრობ, თქვენ გსურთ მეტი დამოუკიდებლობა გერმანიისთვის, ევროპის ქვეყნებისთვის და ნაკლები ბიუროკრატია ბრიუსელიდან, რაც ჭარბადაა. ძალიან დიდია კონტროლი რაღაც სახის გლობალური ელიტისგან. როდესაც მე გამოვდივარ გლობალურ კონფერენციებზე, ვსაუბრობ, რომ ნაკლებად უნდა იყოს გლობალური მთავრობა. ცალკეული ქვეყნებიდან უნდა იყოს მეტი გადაწყვეტილებები. ვიმედოვნებ, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამას შეძლებს და ალის ვიდელი კანლცერი გახდება. იბრძოლეთ გერმანიის დიდებული მომავლისთვის. თუ გსურთ კარგი მომავალი, უნდა იბრძოლოთ, ასე ხდება ის დიდებული. არჩევნები მოდის გერმანიაში და ის ძალიან მნიშვნელოვანია. მან შესაძლოა, გადაწყვიტოს მთელი ევროპის და მსოფლიოს ბედიც, ამიტომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მასკმა.