ზაალ ჟვანია: არ ვიბრძვი ქონებისთვის, ეს ღირსების საქმეა!(VIDEO)

ზაალ ჟვანია: არ ვიბრძვი ქონებისთვის, ეს ღირსების საქმეა!(VIDEO)

პოლიტმატიმარი ზაალ ჟვანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ მისთვის 18 მილიონის გადახდა და სახლის ჩამორთმევა დაადგინა. ზაალ ჟვანია აცხადებს, რომ მან ეს თანხა ვერ მიიღო, სახლი კი  აუქციონზეა გატანილი. როგორც ჟვანიამ „რეპორტიორის პრესკლუბში განაცხადა, ის არა ქონებისთვის, არამედ საკუთარი ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.

„2010 წლის გადაწყვეტილებით, მე თითქოს სახელმწიფოს მივაყენე ზიანი. 402 000 ლარი მედება ჯარიმა. დღეს ჩემი სახლი გააქვთ აუქციონზე და მართმევენ. არ იფიქროთ, რომ ქონებისთვის ვიბრძვი. ეს არის ღირსების საქმე. ეს მამაჩემის ნაყიდი სახლია, სადაც ჩემი შვილები დაიბადნენ და მეუღლე ცხოვრობს. ამ სახლს რომ დავიბრუნებ, ვინმე მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახს გადავცემ“, - განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და თუ ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები არ მიიღო, ქვეყანა  სავალალო ფაქტების წინაშე აღმოჩნდება.

შერჩევითი სტანდარტები და ორმაგი სამართალი არ უნდა არსებობდეს ამ ქვეყენაში. მე მოვუწოდებ საზოგადოებას - ხმა აიმაღლონ ყველანაირი უკანონობის გამო, თორემ სააკაშვილიზე დიდი საფრთხე გველოდება წინ“, - განაცხადა ჟვანიამ.