ზაზა შათირიშვილი: დღევანდელ პოლიტიკაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, სინამდვილეში კი ყველა ერთად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები არიან

ზაზა შათირიშვილი: დღევანდელ პოლიტიკაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, სინამდვილეში კი ყველა ერთად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები არიან

საზოგადოებამ ნათლად იცის, ვინ არის სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენნაციონალური მოძრაობისგანდისტანცირებას, მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, სინამდვილეში კი მათი ყველა ქმედება, მათი ყველა საქციელი და მიზანი სრულ თანხვედრაშიანაცმოძრაობასთან“, ყველა ერთად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები არიან,  -  წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური სპექტრის ჯაშუშობის მტკიცებულება, ბოლო მოვლენების დროს, თავად პარტიებმა დაუდეს საზოგადოებას ხელის გულზე, როდესაც დაუფარავად დაიწყეს გარე ძალების დავალებების შესრულება.

ამის სამტკიცი, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების დროს, თავად პარტიებმა  დაგვიდეს ხელის გულზე, როდესაც აშკარად და დაუფარავად დაიწყეს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, გარე ძალების დავალებების შესრულება, რაც მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი მეთოდებით ცვლილებაში და შემდგომ საქართველოს ომში ჩართვაში გამოიხატება.“ -  ნათქვამია შათირიშვილის განცხადებაში.

ფილოსოფოსის თქმით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივ სფეროებში გაბნეული და ჩანერგილი ჯაშუშები - ადამიანები, რომლებიც ხალხის სახელით გველაპარაკებიან, რეალურად კი, იმავე დავალებას ასრულებენ, რასაც ტალახში გასვრილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც პატრონებმა გვერდზე გასწიეს.

ამ ყველაფრის მიღმა რჩება კიდევ ერთი, განსაკუთრებით მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი - საზოგადოებრივ სფეროებში გაბნეული და ჩანერგილი ჯაშუშები. დღეს, როდესაც ხალხი მიხვდა, თუ რა ფარსთან ჰქონდათ საქმე, პროტესტი არათუ მინელდა, არამედ სულს ღაფავს და 500 ადამიანის შეგროვებას ვეღარ ახერხებენ რადიკალური აქციის ორგანიზატორები და მათი დამფინანსებლები, მაგრამ თუ გადავხედავთ სურათს, დავინახავთ, რომ დისკრედიტირებული და ტალახში გასვრილი პოლიტიკოსები უკანა პლანზე გადავიდნენ, უფრო სწორად მათმა პატრონებმა გვერდზე გაწიეს, ხოლო პროტესტის სადავეები ხელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აიღეს. ხშირად ნახავთ მათი კონტროლირებადი ტელევიზიებიდან რეჟისორს, მსახიობს, სპორტსმენს, ბიზნესმენს და ასე შემდეგ... ადამიანებს, რომლებიც ხალხის სახელით გველაპარაკებიან, რეალურად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები არიან და ზუსტად იგივე დავალებებს ასრულებენ, რასაც პოლიტიკური ფიგურები.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.