მამუკა მდინარაძე: ყველამ ვნახეთ, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიორგი გახარია, დანარჩენი უნდა დაადგინოს დეტალებში გამოძიებამ

მამუკა მდინარაძე: ყველამ ვნახეთ, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიორგი გახარია, დანარჩენი უნდა დაადგინოს დეტალებში გამოძიებამ

ყველამ ვნახეთ, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიორგი გახარია, დანარჩენი უნდა დაადგინოს დეტალებში გამოძიებამ, მერე ვინ რა როლი შეასრულა, მაგრამ ფიზიკური თავდასხმა დაიწყო გიორგი გახარიამ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ეს ხალხი კი ცდილობს, რომ აღქმებით გადაფაროს ფაქტები, მაგრამ ფაქტი აღქმით არასდროს იფარება. ფაქტიდან თუ არ გამომდინარეობს აღქმა, ეს არის მცდარი. ეს მარტივი მოცემულობა ამოატრიალეს, თავისი ჭკუით, მაგრამ ვერ შეძლო ამის სათავეში მყოფმა ხალმა, საქართველოსი რომ კნაოდნენ ვიღაცები ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ვერ შეძლებდნენ. შესაბამისად, ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ, მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება.

რაც შეეხება პოლიტიკური შეფასებას, ნაცთან მოღალატე გახარია რაღაცებს ცდილობს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ქალბატონი მისი პარტიიდან გამომეხმაურა, სტკენია მდინარაძეს ჩემი ნათქვამიო, მისი ნათქვამი საერთოდ არ გამიგონია, მეორე ქალბატონის ნათქვამზე გავაკეთე იმ დღეს კომენტარი, დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, მან რა კომენტარი გააკეთა. მეორე ქალბატონის ბინძურ მანიპულაციას გამოვეხმაურე.

საგამოძიებო ორგანოები ჯერ იკითხება ის ადამიანი, რომელსაც რაღაც დაზიანება მიადგა. როგორც ვიცით, გარკვეული დაზიანებები ჰქონდა გახარიას, შესაბამისად, მას დაკითხავენ ჯერ და შემდეგ დაკითხავენ დიმიტრი სამხარაძეს, ეს ჩემი ვარაუდია, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ მე ვიცი, რომ დიმიტრი სამხარაძე ჯერჯერობით პოლიციაში დაბარებული არ ყოფილა. ბუნებრივია, არის მოლოდინი, რომ მას გახარიას შემდეგ დაკითხავენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ ინციდენტი 15 იანვარს მოხდა.

„ქრონიკას“ მოაწოდეს ორი ვიდეო - ერთი, რომელშიც დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მარბიელი ტყუიხარ მდინარაძევ! "რას ნიშნავს "ყველამ ვნახეთ?" გაასაჯაროეთ ჩანაწერი მთლიანად
რა უძღოდა წინ ჭიქის სროლას? მერე რა ,ოხდა?
ჯერ ჭიქის სროლა და მერე წაქცეული გახარიაა მთელი ისტორია?
როცა სხვისგან /დასავლეთისგან/ ითხოვ სამართლიანობას, ჯერ შენ შენს ხალხთან უნდა იყო სამართლიანი
... სოხუმს რომ ბომბავდნენ რუსები, ამბობდნენ ქართველებმა გადაღებეს თვითმფრინავები და თვითონ ბომბავენ სუხუმსო ... ამის მსგავსია შენი "ლოგიკა"
გვანახეთ სრული ცანაწერი და ჩვენ თვითონ გავარკვევთ შავსა და თეთრს და სედეგს 4 ოქტომბერს მოგახსენებთ!!!
2 საათის უკან