ნინო ფოჩხუა: მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საჯარო გამოსვლისას პირდაპირ ამხილა

ნინო ფოჩხუა: მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საჯარო გამოსვლისას პირდაპირ ამხილა "გლობალური ომის პარტიის" ზრახვები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაიწყო მისთვის ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა

თითქოს ბიძინა ივანიშვილის ამდენწლიანი დავა შვეიცარიულ ბანკთან დასასრულს უახლოვდებოდა მისი გამარჯვებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საჯარო გამოსვლისას  პირდაპირ ამხილა გლობალური ომის პარტიის ზრახვები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაიწყო მისთვის, ბანკის მხრიდან, პრობლემების შექმნა,  -  ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს. 

ფოჩხუა ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ  ივანიშვილი აპირებს, შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას, ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ექსპერტის განცხადებით, სწორედ 29 აპრილის გამოსვლის შემდეგ, სადაც ივანიშვილმა "გლობალური ომის პარტია" ამხილა, უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის ელჩმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმაც, აქედან დაიწყო მისთვის პრობლემების შექმნაც.

"თითქოს ბიძინა ივანიშვილის ამდენწლიანი დავა შვეიცარიულ ბანკთან დასასრულს უახლოვდებოდა მისი გამარჯვებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საჯარო გამოსვლისას  პირდაპირ ამხილა გლობალური ომის პარტიის ზრახვები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაიწყო მისთვის, ბანკის მხრიდან, პრობლემების შექმნა.

29 აპრილის გამოსვლის შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის ელჩმა და აქ სტუმრად მყოფმა აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმაც. აშკარა იყო წარმავალი ადმინისტრაციის  უკმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გლობალური ომის პარტიის მხილებაზე. სწორედ აქედან დაიწყო მისთვის პრობლემების შექმნა საკუთარ ფინანსებზე. 

არა და გლობალური ომის პარტიაზე არც დონალდ ტრამპს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს კითხვები, ის კი არა და აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ყველა თავის გამოსვლაში აღნიშნავს, რომ მისთვის უპირველესი პრიორიტეტი დიფ სთეითთან ბრძოლაა და  ყველა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მისი განდევნა.
ყველა მიღებული და მიუღებელი მეთოდებით ებრძვის ომის პარტია ჩვენს ქვეყანას, ბიძინა ივანიშვილის სახით. იცის რა, რომ "დაამარცხებენ" ივანიშვილს, დამარცხდება საქართველო, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს ადამიანი შანტაჟს არ ექვემდებარება და თან უკვე სხვა დროა, იცვლება, ლაგდება მსოფლიო და სულ მალე ახალი მსოფლიო წესრიგის მოწმენი გავხდებით." -  წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.