ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე  გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე  გაიხსნა

პროექტის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა.

ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.