ალი ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

ალი ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გასული დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და გააჩნია ფართო იურიდიული ბაზა, აქ შედის 140-მდე დოკუმენტი.

ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო. 

ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ცოტათი შემცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებით ხასიათს ატარებს. ეკონომიკური პოტენციალის მთლიანად რეალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება", -  აღნიშნა ალი ასადოვმა.