„ნაპოლის“ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობა.
„ჩემო მეგობარო, რაც შენ გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. თავს იღბლიანად ვგრძნობ, რომ ვითამაშე შენთან ერთად, წარმატებები, ჩემპიონო. გისურვებ ყველა შენი ოცნების ახდენას. მიყვარხარ“, - დაწერა ჯოვანი დი ლორენცომ სოციალურ ქსელში.