სოზარ სუბარი ჯო უილსონის განცხადებაზე: ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ტყუილია?! როდესაც ადამიანი გაბრალებს ტყუილს, თან მან რომ იცის, რომ ეს ტყუილია

სოზარ სუბარი ჯო უილსონის განცხადებაზე: ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ტყუილია?! როდესაც ადამიანი გაბრალებს ტყუილს, თან მან რომ იცის, რომ ეს ტყუილია

ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ტყუილია?! როდესაც ადამიანი გაბრალებს ტყუილს, თან მან რომ იცის, რომ ეს ტყუილია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირებით.

წამყვანმა მას კითხა, რას ფიქრობს „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯო უილსონის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ირანთან მოკავშირეობაზე მიანიშნებს.

„ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ტყუილია?! როდესაც ადამიანი გაბრალებს ტყუილს, თან მან რომ იცის, რომ ეს ტყუილია და ამას შეგნებულად აკეთებს, ჩვენთვის განეიტრალება კი არ უნდა იყოს მთავარი მიზანი, არამედ ჩვენ [ხელისუფლებამ] არ გადავუხვიოთ ჩვენ გზას. ამ ტყუილს აქვს მიზანი, რომ გადაგვახვევინონ გზიდან. ეს განწყობები პრობლემაა, მაგრამ ამ განწყობების გამო ჩვენ სუვერენიტეტზე უარი ვთქვათ, ეს იქნება გაცილებით დიდი პრობლემა, ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა მივყვეთ იმ გეზს, რომელიც გვაქვს არჩეული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დალაგდება. ჩვენ ავირჩიეთ მრავალპოლარული ურთიერთობები. სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთი, ევროკავშირთან გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, და კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ 2028 წლისთვის მზად ვიქნებით ამისთვის, თუ ევროკავშირი მზად იქნება იმ პერიოდისთვის გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებისთვის. ამას ჩვენ ვაკეთებთ და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის და ახლა ჯო უილსონის ორმაგ სტანდარტს მგონი ყველა ნათლად ვხედავთ“, - აღნიშნა სუბარმა.